პროექტი „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“ - საგანმანათლებლო ვიზიტი საქართველოში

  

5 ქვეყნის (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, გერმანია) წარმომადგენლებმა, პროექტის მონაწილეებმა საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს 25-30 ივლისს საქართველოში. ისინი შეხვდნენ 10 ორგანიზაციის წარმომადგენლებს: ქუთაისში - „განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; თბილისში - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დანიის ლტოლვილთა საბჭო, ცენტრი „აფხაზეთი; გორში - ორგანიზაცია „განთიადი“; ფოთში - „ლაზიკა“; ზუგდიდში - „საუნჯე“; ბათუმში - „განვითარებისა და განათლების ცენტრი“.

შეხვედრის თემა: „გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ინტეგრაციის წარმატებული პრაქტიკის სფეროში“.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალფეროვან საქმიანობას: დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გრძელვადიანი პროგრამების დანერგვა, იგპ-თა საინფორმაციო და სამართლებრვი მხარდაჭერა, დევნილთა მიმართ სტრატეგიის შემუშავება, დევნილთა პრობლემების ადვოკატირება, მუშაობა ახალგაზრდობასთან ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, განსახლება, დასაქმება.

მონაწილეებმა მიიღეს არა მარტო ზოგადი ინფორმაცია, არამედ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. მათ შეხვედრები სასარგებლოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ქართველ პარტნიორთა გამოცდილებას თავიანთ მუშაობაში გამოიყენებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები