სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა

 

გაფართოებული ფორმატით გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 23-ე სხდომა. პირველი ნაწილი მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციას. თემიდან გამომდინარე, სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, დეპუტატები, სოციალური სამსახურის, სურსათის უვნებლობის სამსახურის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები და  სკოლის  დირექტორები,საბავშვო ბაღის გამგეები. მათი მონაწილეობით გაიმართა კვლევის შედეგად გამოვლენილი უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა სენაკის მუნიციპალიტეტის კონტექსტში.

სხდომის მეორე ნაწილში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ საბჭოს წევრებმა, რომელთაც დეტალურად განიხილეს ახალი პროექტი, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში მუშაობისკენ გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე გამგებლის წარმომადგენლების, მაჟორიტარი დეპუტატების, პედაგოგების, სკოლის დირექტორების და აქტიური ახალგაზრდების ჩართვით.საბჭოს წევრებს პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.

 

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები