სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-18 სხდომაზე

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-18 სხდომას დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები, რომლებმაც, საბჭოს წევრებთან ერთად, იმსჯელეს მომავალ თანამშრომლობაზე სენაკის ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ბათუმში გაიმართა საერთო შეკრება, რომელზეც გაფორმდა სენაკის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ ფაქტს: - საქართველოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა არის ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში დაწყებული საქმიანობის ლოგიკური გაგრძელება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია წინ, რაც გააფართოებს საბჭოს წევრების შესაძლებლობას გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.
სხდომაზე ასევე განიხილეს სენაკის საზოგადოებრივი ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგები და დასკვნები. საბჭოს წევრები შეუდგნენ აქტიურ მუშაობას 2016 წლის ბიუჯეტისათვის კონკრეტული რეკომენდაციების შესამუშავებლად.
 
    
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები