სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

  

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა საკრებულოს დარბაზში. საბჭოს წევრები გაეცნენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევას, განიხილეს ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები 2017 წლის ბიუჯეტისთვის.

საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ გააკეთა მოკლე ანგარიში მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წარმატებით დასრულდა ვორკშოპების სერია გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემაზე სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიასთან: ახალგაზრდობა, მოსწავლეები, სკოლის  და საბავშვო ბაღების პედაგოგები, ექიმები. სულ ჩატარდა 56 ვორკშოპი 600-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს ახალ პროექტზეც, რომლის დაწყება ივლისიდან იგეგმება - მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფია სოფლის საბავშვო ბაღების პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. პროექტი ხელს შეუწყობს არაძალადობრივი საზოგადეობის ჩამოყალიბებას სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გენდერული განათლების დანერგვით.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები