ქალთა მხარდაჭერის ცენტრების დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი

ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის აპრილში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. მაისში წარმოდგენილი იქნა 6 საპროექტო განაცხადი. კომისიამ ექვსივე განაცხადს დაუჭირა მხარი. პროექტების განხორციელება 1 ივნისიდან  დაიწყო. ყველა პროექტი აქტუალური და საინტერესოა:

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“ -საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა საზოგადობასთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „მდიდარი წარსულიდან - მდიდარი მომავლისაკენ“ - 20 ივნისს დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზება

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ინფორმირებული ქალები ცვლიან მომავალს“ - მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა და ტრენინგი სოფლის რწმუნებულებისთვის

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ინფორმირებული ახალგაზრდები ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ახალგაზრდებთან საინფორმაციო, სამობილიზაციო და საგანმანათლებლო მუშაობა და ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ - სპორტული შეჯიბრების ორგანიზება

ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ოჯახი ძალადობის გარეშე“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობა

პროექტები აქტიურ ფაზაშია, მუშაობა დაწყებულია და კიდევ ერთხელ გვინდა, წარმატება ვუსურვოთ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები