სენაკის გენდერული საბჭო - ტრენინგი თემაზე „გენდერული ბიუჯეტი და სამოქალაქო ჩართულობის პროგრამები“

1 2 3 4 5

6 7

15-16 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში საირმეში გაიმართა ტრენინგი თემაზე „გენდერული ბიუჯეტი და  სამოქალაქო ჩართულობის პროგრამები“.

საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხი, ისაუბრეს ბიუჯეტის პროგრამებზე გენდერულ ჭრილში, სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე ინოვაციური სერვისების დანერგვის მხრივ. გამოიკვეთა საინტერესო პერსპექტივები სამოქალაქო ბიუჯეტის პრინციპის დანერგვის კუთხით, რაც თვითმმართველობაში მოქალაქეთა მეტ ჩართულობას, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ორი გამოცემა - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ და „ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის მეთოდოლოგია“. მონაწილეთა შეფასებით, ეს მეთოდური სახელმძღვანელოები დაეხმარება მათ ადგილობრივი გენდერული დღის წესრიგის შექმნაში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებების გამოვლენასა და გათვალისწინებაში.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცათ.  

აღსანიშნავია, რომ ფონდი „სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი განხორციელდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები