„ახალი შტრიხები სკოლამდელი განათლების სერვისში“

 
ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით ბათუმში კიდევ ერთი პროექტი დაიწყო, რომელსაც ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან პარტნიორობით ახალგაზრდული ორგანიზაცია - „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ ახორციელებს.
პროექტის ავტორების აზრით, სკოლამდელი გენდერული განათლების სერვისის მათ მიერ არჩეული შტრიხები საკმაოდ ინოვაციურია საქართველოში და განვითარების ადრეულ პერიოდს გადის. პროექტის იდეა წარმოიშვა საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე, რადგან თვალშისაცემია შემეცნებით-აღმზრდელობით პროცესში პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობის დეფიციტი, აღზრდის პროცესისგან ოჯახის მამაკაცების გაუცხოება.
ამ ეტაპზე მიდის სისტემატიური კონსულტაციები „ბაღების გაერთიანებასთან“, რომელიც მიესალმება პროექტს და მიიჩნევს, რომ ბაღის პერსონალისა და მშობლებისთვის ჩატარებული ტრენინგებით პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სკოლამდელი გენდერული განათლების სერვისის განვითარებაში.    
პროექტი მოიაზრებს სამუშაო პროცესში ადგილობრივი კვალიფიციური კადრების ჩართვას. ყოველ მათგანს აქვს შესაბამისი განათლება და სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. პროექტი ამ მხრივაც  მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს ადგილობრივი კადრების დასაქმებას და პროფესიონალთა სამუშაო გუნდის შექმნას.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები