ბულინგი პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან - ამბობენ ვორკშოპების მონაწილეები

  

- ბულინგი ძალიან მტკივნეული საკითხია. უმრავლესობამ არც კი იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოზარდთა შორის განვითარებულ კონფლიქტს. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, შესაძლოა საქმე სუიციდამდე მივიდეს. ამიტომ პედაგოგებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს.

- მშობლები ხშირად ხელს უწყობენ ბულინგის განვითარებას. მაგალითად, საკუთარ შვილებს წინასწარ აპროგრამებენ, ვისთან იმეგობრონ, ვის მიანიჭონ უპირატესობა, რაც  არასწორია.

ასეთი პოზიციები ჰქონდათ ვორკშოპის მონაწილე ქალებს ფოთში, სენაკსა და ქუთაისში.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ბულინგის თემა პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან. ბავშვები, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან, ხშირად აგრესიას ავლენენ თანატოლების მიმართ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ მათ და ასე ცდილობენ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას. ან პირიქით, არასრულფასოვნების შეგრძნება აწუხებთ და თავად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.

ვორკშოპების დროს ქალებმა მიიღეს რჩევები, როგორ გამოიცნონ ბულინგი, როგორ დაეხმარონ ბავშვს, თუკი ის ბულინგის ობიექტი ხდება, ან თავად იწყებს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები