კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები ფოთში, წყალტუბოში, სენაკში

 
ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში.  ღონისძიებები გაიმართა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ძალადობის პრობლემა იმდენად მწვავეა საქართველოში, რომ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მის წინააღმდეგ.
- გვესმის, როგორ გრძელდება წლების განმავლობაში ოჯახური კონფლიქტები, გვესმის, რომ  ამ ოჯახებში უკეთესობისკენ არაფერი არ იცვლება, მაგრამ ვდუმვართ, იმიტომ, რომ სოლიდარობის დეფიციტი გვაქვს. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ, შესაძლოა, ჩვენი შვილი ან რომელიმე ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.
ასეთი იყო იმ ქალების მოსაზრება, რომლებმაც კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე მიიღეს მონაწილეობა. ისინი თვლიან, რომ ქალმა რაც უფრო მეტი ინფორმაცია იცის, მით უფრო ძლიერია და შეუძლია ოჯახში კონფლიქტების მართვა, მაგრამ ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერას მიიღებს.
ვორკშოპები ჩატარდა ფოთში, წყალტუბოში, სენაკში - მათში 31 ქალმა მიიღო მონაწილეობა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები