მოლაპარაკება, მედიაცია, ფასილიტაცია - ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან

 

ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). თემის ირგვლივ დისკუსია ყველა ჯგუფში საინტერესოდ წარიმართა.

ცოცხალი, რეალური ისტორიების განხილვისას გამოჩნდა, რომ ჯგუფებს შორის იყვნენ ქალები, რომელთაც ფასილიტაციის გამოცდილება გააჩნიათ.  მათ  გულახდილად ისაუბრეს საკუთარ შეცდომებზეც.

დისკუსიისას ჩამოყალიბდა, რა თვისებები სჭირდება კარგ ფასილიტატორს. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მედიატორი ვერ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია მოსმენა, მოთმენა. რომელიც იმპულსური და ფეთქებადია.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები: რას ნიშნავს მოლაპარაკება, მედიაცია, როდის უნდა ჩაერიოს მესამე მხარე. მათი შეფასებით, ისინი უკვე გარკვეულნი არიან, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში დროულად უნდა ჩაერიონ და შეძლონ მისი დარეგულირება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები