![](/images/2015/28.07-28.08/workshop/1/1.jpg)
![](/images/2015/28.07-28.08/workshop/1/2.jpg)
![](/images/2015/28.07-28.08/workshop/1/3.jpg)
![](/images/2015/28.07-28.08/workshop/1/4.jpg)
მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა გენდერული ბალანსი. ბანაკი ქობულეთში 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნება. მასში 45 მონაწილეა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად მიიღონ გენდერული განათლება, დაეუფლონ დისკუსიების წარმართვის უნარ-ჩვევებს, რათა შემდგომში აქტიურად გააგრძელონ დებატები თანატოლებთან თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნისათვის.
პროგრამა მრავალფეროვანია: სპორტული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო. გენდერულ თემაზე ვორკშოპებს ატარებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და მოხალისე ლიდერები.
„მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული მეორე პროექტია, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით