
ფორუმ-თეატრის ჩვენებები ჩატარდა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) სკოლებში. ნათამაშები იყო 10-ზე მეტი სცენა. დისკუსია აქტიურობით გამოირჩეოდა, პედაგოგებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდა მსახიობებმა განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს დედა-შვილის ურთიერთობა, რამაც დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


2016 წლის სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დევნილთა დასახლებაში მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, რომელმაც აქ მცხოვრები დევნილების სოციალური საჭიროებები გამოავლინა. საკითხთა ჩამონათვალში მოხვდა დასახლებაში ამბულატორიის გახსნა, საბავშვო ბაღებში ბაგის ასაკის ბავშვების ჯგუფების დამატება, კომუნალური სუბსიდირება, მედიკამენტების თანადაფინანსება, შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის გახსნა, ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამების დანერგვა და ა.შ.



20 სექტემბერს, წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“, ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი დაესწრო გამოცდილების გაზიარების ვორკშოპს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-მა გამართა პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პარტნიორებისთვის.


