ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა დაეთმო ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. სულ ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი, 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ და გამოკითხულ იქნა 200 ადამიანი.
კვლევის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაფიქსირდა რესპონდენტების ინფორმირებულობის დაბალი დონე ბიუჯეტის პროგრამებთან დაკავშირებით. მათ ხაზი გაუსვეს მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვისათვის. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება არის გასამახვილებელი ქალთა ჩართვაზე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში, სადაც მოსახლეობა თავის საჭიროებებს აფიქსირებს.
კვლევის შედეგების საბოლოო ანგარიში წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე.