განხორციელებული პროექტები

პროექტის დასახელება:  გენდერული  საკონსულტაციო  საბჭოები -ქალთა  როლის ამაღლება  რეგიონში  სოციალური  ცვლილებებისათვის

დონორი: გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი


პროექტის დასახელება: გენდერული საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური  მართვა

დონორი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი


პროექტის  დასახელება:  ადგილობრივი  ხელისუფლების  პოლიტიკის  შეცვლა  გენდერულ  ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში 

დონორი: ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა“ 


პროექტის დასახელება: ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე

დონორი: შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი


პროექტის დასახელება: ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით

დონორი: აშშ საელჩო საქართველოში


პროექტის დასახელება: ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში.

დონორი: კანადის საელჩო თურქეთში


პროექტის დასახელება: სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესება ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფი ქალებისათვის „გზა მომავალში“

დონორი: ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWAG)

სოციალური პროექტების კომიტეტი (CPC)



პროექტის დასახელება: ჩრდილების თეატრი გენდერული თანასწორობის პროპაგანდისათვის

დონორი: საფრანგეთის საელჩო საქართველოში


პროექტის დასახელება: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის

დონორი: ვიშეგრადის ფონდი


პროექტის დასახელება: სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში

დონორი: ჩეხეთის ორგანიზაცია PIN - ადამიანი გაჭირვებაში 

პროექტის დასახელება: დავძლიოთ ომის შედეგები ერთად

პარტნიორობა: DRA - ქართულ-რუსული გაცვლა


პროექტის დასახელება:სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის

დონორი: დიდი ბრიტანეთის საელჩო


პროექტის დასახელება: ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენოთ მშვიდობა ძალადობის გარეშე

დონორი: არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები განვითარებისთვის“ (სომხეთი)


პროექტის დასახელება: გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება

კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

დონორი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია


 პროექტის დასახელება: ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება

დონორი: HumanDoc foundation (პოლონეთი)


 პროექტის დასახელება: ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისათვის

დონორი:  ქალები ქალებისათვის - Kvinna till Kvinna - შვედეთის ქალთა ფონდი


პროექტის დასახელება: გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით

დონორი: ევროკავშირი


პროექტის დასახელება: ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

დონორი: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი


პროექტის დასახელება: რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და იგპ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა

დონორი: გაეროს  ქალთა  ორგანიზაცია

მიმდინარე პროექტები

პროექტის დასახელება: ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში 

დონორი: პური მსოფლიოსთვის - ეკლესიათა განვითარების სამსახური  (გერმანია)


პროექტის დასახელება: ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი

დონორი: გენდერული თანასწორობის ფონდი (კანადა)


პროექტის დასახელება: განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის

დონორი: USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო

 

 

ფონდი „სოხუმის“ პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა მხარი დაუჭირა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“. პროექტი 16 თვის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტი მიმართულია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისკენ გენდერული მეინსტრიმინგის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით, მოწინავე გამოცდილების საფუძველზე. სასწავლო ვიზიტების, კვლევების და შემდგომი საზოგადოებრივი და საექსპერტო  კონსულტაციების შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე.

ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის, ღონისძიებების და პუბლიკაციების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე http://fsv4.ge/.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობის შეჯამება

  

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო კონსტიტუციის განხილვას. კლუბის წევრები გაეცნენ ცვლილებებს კონსტიტუციაში, დააფიქსირეს თავიანთი აზრი.

შეხვედრაზე ასევე შეჯამდა კლუბის მუშაობა, გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი მხარეები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც. აღინიშნა, რომ კლუბის არსებობა მნიშვნელოვანია ქალთა გააქტიურების, აქტუალური საკითხების წამოწევისა და გადაჭრისათვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ახალგაზრდული კლუბების წევრებისთვის

      

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების 28 წევრი 6 რეგიონიდან - მათთვის ქუთაისში ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგის 1-ლი ეტაპი. ტრენინგის თემა იყო გენდერი და გენდერული ძალადობა.

მუშაობა ორ ჯგუფში წარიმართა. იყო დიდი ინტერესი თემების მიმართ, ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება, საუბარი ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე.

უკუკავშირის დროს გაირკვა, რომ ახალგაზრდები ჩაწვდნენ გენდერის არსს, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გახდნენ მწვრთნელები.

ამის შესაძლებლობა არის კიდეც - მონაწილეები კამპანიის დღეებში  საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სკოლებში. ბევრი მათგანისთვის ეს იქნება პირველი გამოცდილება და წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.

ტრენინგის აქტიური მონაწილეებისთვის გაიმართება მე-2 ეტაპი.

          პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქვეკატეგორიები

ქვეკატეგორიები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები