×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 493
 
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ გაზეთ „ბათუმელების“ და სატელევიზიო არხების „იმედისა“ და „მაესტროს“ ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ საქმიანობით დაინტერესდნენ.
ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტი მათ ესაუბრა გენდერული კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, მის შედეგებზე და ბათუმში გამართულ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელურ შეხვედრაზე.                                                                                                                                                   
ჟურნალისტებთან შეხვედრა ადგილობრივ მედიაში გაშუქდება.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

  

 

ქუთაისელი ჟურნალისტები ყოველთვის საქმის კურსში არიან, რა მუშაობას ეწევა ფონდი „სოხუმი“. 23 მარტს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ფონდის სააქტო დარბაზში მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

შეხვედრის თემა იყო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.

ჟურნალისტები  აქტუალურად მიიჩნევენ ქალთა მიმართ ძალადობის თემას და წლებია, ბევრს მუშაობენ ამ კუთხით. ისინი დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მიიღეს სათანადო პასუხები, რაც შემდგომში მათ მასალებში აისახება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

  

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, სენაკელი ჟურნალისტები გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო მედიის აქტიურობას ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ირაკლი კაჭარავა - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი,  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მან შეკრებილებს უამბო ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობისა და ძალადობის კუთხით ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამის შესახებ იყო მასალები ადგილობრივ მედიაში.  გაჩნდა სურვილი, გაგრძელდეს თანამშრომლობა, გაჩნდეს სპეციალური რუბრიკები და კიდევ უფრო აქტიურად გაშუქდეს გენდერული თემები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე? რა შეიცვლება ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, როგორია საზოგადოების განწყობა და რამდენად საჭიროა ლიდერი ქალების ხელშეწყობა?

ამ საკითხებზე საუბრობენ ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტთან ქუთაისში გამართული ხალხმრავალი კონფერენციის მონაწილეები.

კონფერენცია „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - დემოკრატია მოქმედებაში“ ჩატარდა 21 ივნისს. მისი მთავარი მიზანი იყო  ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბების (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ერთწლიანი მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის დასახვა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ყოველწლიურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფონდი „სოხუმის“ და მისი პარტნიორების მონაწილეობა ვრცლად გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო ტელეჟურნალში. რამდენად ქმედითია ძალადობისაგან დაცვის  არსებული კანონი; როგორია ძალადობის სტატისტიკა; რა მექანიზმები არსებობს მსხვერპლის დაცვისთვის; რა როლს ასრულებს NGO სექტორი და რა სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულებისთვის - რესპონდენტები ამ საკითხებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მომართვიანობამ იმატა და ძალადობის მსხვერპლები უკეთესად ახერხებენ დაიცვან საკუთარი უფლებები. იკლო იმ ადამიანების რიცხვმაც, ვინც აცხადებდა, რომ ოჯახში ძალადობა არ არის აქტუალური პრობლება და ეს, პირველ რიგში, მასშტაბური საზოგადოებრივი კამპანიების დამსახურებაა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოუგვარებელი  კონფლიქტები და მათი გავლენა ქალებზე, კონკრეტული ისტორიები და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები - ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქალთა ჩართვის მნიშვნელობას  უსვამს ხაზს.

ფილმის გმირები კონფლიქტის ზონასა და მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ქალბატონები არიან, რომლებიც საკუთარ სატკივარს უზიარებენ მაყურებელს. საკითხის სიმწვავის აღიარებას არ გაურბიან სახელმწიფო ჩინოვნიკებიც და საუბრობენ იმ ღონისძიებების აუცილებლობაზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ამ საკითხების მიმართ კი ქალები უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენენ.

 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, რატომ არ არიან პასუხისმგებელ თანამდებობებზე ქალები, როგორ  უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა -  გადაცემის სტუმრებმა, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს გავლილ პოლიტიკურ გზაზე, სირთულეებზე, დადებით მხარეებზე, საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით - ქალთა გააქტიურების კუთხით.   

საუბარი შეეხო ოზურგეთში გასამართ რიგგარეშე არჩევნებს. სოფელ ნასაკირალში კენჭს ქალი დეპუტატი იყრის „ქართული ოცნებიდან“.

გადაცემის სტუმრების პოზიციით, მაჟორიტარი კანდიდატობა ნამდვილად არ არის ადვილი, განსაკუთრებით ქალისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ქალების ჩართულობაც აუცილებელია. ქალები კონკრეტულ საკითხებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალურ თემებთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალები პოლიტიკაში უნდა გაძლიერდნენ, უნდა მივცეთ წარმოდგენილ  პედაგოგ  ქალს შანსი და დავამსხვრიოთ მითი, რომ მაჰმადიანი თემი ქალს არ აირჩევს დეპუტატად“, - აღინიშნა გადაცემაში.  

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ეს ფილმი ეძღვნება ფონ­დი „სო­ხუ­მის“ პრო­ექ­ტს „ქალ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ა­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად“.

ფილმი, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, ასახავს პ­რო­ექ­ტის ფარგლებში გა­ნ­ხორ­ცი­ე­ლებულ აქტივობებს: ტრე­ნინ­გი ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­თან, მრგვა­ლი მა­გი­და და კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია, შეხ­ვედ­რა კვიპ­როს­ზე, პროექტის პრეზენტაცია თბილისში.

რა ტიპის საფრთხეები არსებობს საზოგადოებაში, რატომ არიან ქალები მაღალი რისკის ქვეშ, რა სახის პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს  ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერში.

გადაცემას თან ახლდა სიუჟეტი, რესპონდენტები ხაზგასმით საუბრობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგება.

ტელეგადაცემის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება თითოეული ადამიანის თვითშეგნების ამაღლებით უნდა დაიწყოს და მას ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა უნდა ერთვოდეს.  შესაბამისი ეფექტი მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით მიიღება. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
  
25 აგვისტოს ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში („გურია ნიუსის“ ოფისი) ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენელი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს დეპუტატი ლალი სიჭინავა. საუბრის თემა კი  გენდერული ბიუჯეტის საკითხებს შეეხებოდა.
აღინიშნა, რომ ჟურნალისტებმა მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, გააკეთონ გენდერული აქცენტები.
იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების გენდერული განათლება.
შეხვედრაზე გაჩნდა ინიციატივა, ამ თემაზე გაიმართოს ტრენინგი. ტრენინგი ფონდი „სოხუმისა“ და გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართება სექტემბრის დასაწყისში ოზურგეთის, ქუთაისის და სენაკის მედიის წარმომადგენლებისთვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები