ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს გაცვლითი შეხვედრის ფორმატის ფარგლებში ხონის ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. შეხვედრა ჯგუფის წევრების ურთიერთგაცნობას, დაახლოებას,  ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ქალებმა  მათ მიერ ადვოკატირებულ  პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. აღნიშნული ფორმატი მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს . ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა  საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემუშავებულ ორ საპროექტო იდეაზე იმსჯელეს. გაეცნენ ინფორმაციას სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და განსაზღვრეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. ახალგაზრდულ კლუბს ახალი წევრები შემოუერთდნენ. ისინი უახლოეს მომავალში USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას შეუდგებიან.  შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა

პროექტის:"ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები,რისკები,შემცირების სტრატეგიები"ფარგლებში სტამბულში  19-23 მარტს ქართველი და აფხაზი პარტნიორების ერთობლივი შეხვედრა შედგა.ქართული და აფხაზური ქალთა ჯგუფების შეხვედრა სამოქმედო გეგმების წარდგენითა და დღის წესრიგის გაცნობით დაიწყო.ქალბატონებმა ერთმანეთს  საკუთარ რეგიონებში არსებული ,სიტუაციური ანალიზი გაუზიარეს და   ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევებისა  და პრობლემების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. აქტივობების შედეგების მიხედვით 2024 წელს ანგარიშის მონიტორინგის სახით ჯგუფური სამუშაოები გაიმართა.განისაზღვრა ძირითადი გამოწვევები, განიხილეს  ქალებისთვის ადამიანური უსაფრთხოება ,შეფასება და რისკების მართვა. ისაუბრეს,თუ რა არის რისკი და  რას ვაკეთებთ მის აღმოსაფხვრელად, რა განსხვავებაა რისკს,საშიშროებასა და იძულებას შორის.მუშაობა იყო ნაყოფიერი და პროდუქტიული.  შეხვედრაზე ქალთა მუშაობის კუთხით  ყველა შესაძლებელი და არსებული რისკების შემცირება განიხილეს.

 სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს.საუბარი შეეხო ქალთა პრობლემებს,საჭიროებებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული საინიციატივო ჯგუფების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.განხილვის პროცესში გამოიკვეთა,რომ პრობლემები ყველგან იდენტურია.ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე,აღინიშნა,რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარების გზების ძიების პროცესში.

დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ იმუშავეს ადვოკატირების გეგმებზე, პუნქტობრივად გაიარეს პრობლემის მოგვარების მისაღწევად გაწერილი აქტივობები, დახვეწეს გეგმა და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები. ჯგუფსი წევრები ამბობენ:

„თვითონაც ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ჩემში განათლებული მოქალაქე იზრდება.“

„შეიცვალა ჩემი ხედვა პრობლემის მოგვარებასთნ დაკავშირებით. მანამდე მეგონა, ამას მხოლოდ სამოქალაქო მისაღებში განცხადების დაწერა ყოფნიდა და მერე უნდა მეცადა, თვითმმართველობა მოგვხედავდა თუ არა.“

„სწორად ინფორმირება აუცილებელია  ჩვენი მიზნის მისაღწევად. მომწონს აქ მიღებული განათლება.“

სამუშაო ჯგუფის წევრები საკუთარი პრობლემების მაგალითზე, ჩვენი პროექტის ფარგლებში სწავლობენ მიზნის მიღწევის გზას და მეთოდებს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

13 და 14 აპრილს დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე: „საბიუჯეტო ადვოკატირება და მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში“. ტრენინგში ჩაერთო ოთხივე ჯგუფი - 80 მონაწილე.

რა არის ბიუჯეტი, რას მოიაზრებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა, რა ბენეფიტები არსებობს, რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ქალებს და გოგონებს თავიანთი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად - ამ საკითხებზე მიეწოდათ ინფორმაცია ტრენინგის მონაწილეებს და მათაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

„ეს იყო საჭირო და სასარგებლო ტრენინგი, რომელმაც ბევრ საკითხში გაგვარკვია.“

„გავიგეთ, რა ვალდებულება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს და რისი გაკეთება არ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას.“

„თურმე განცხადების რიგითობის დაცვა ხდება და ამიტომ საჭიროა განაცხადის დროულად შეტანა და დარეგისტრირება.“

„გავარკვიეთ, რომ ერთხელ შეტანილი განცხადება საკმარისი არ არის თხოვნა-მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“

„ტრენინგზე გავიგეთ, რომ საჭიროა, ფლობდე სწორ ინფორმაციას.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ადვოკატირების გეგმის დინამიკის განსაზღვრა.“

მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, გადაეხედათ ადვოკატირების გეგმის ნიმუშისთვის, დაეზუსტებინათ პასუხისმგებელი პირები, გაენაწილებინათ დაგეგმილი აქტივობები და დაეთქვათ გონივრული ვადები ადვოკატირების პროცესის დაწყებისთვის.

ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში მიღებულ თეორიულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ ადვოკატირების ეფექტიანად განსახორციელებლად.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალთა საჭიროებებსა და არსებულ პრობლემებზე გაცვლითი შეხვედრების დროს იმსჯელეს.მსგავსი ფორმატი ,როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს,გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დიდინეძის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტების მომზადებაზე იმუშავეს,რაც წინგადადგმული ნაბიჯია საკონკურსო ნამუშევრების კომისიისთვის წარდგენის პროცესში.

წყალტუბოში ქალთა ჯგუფთან ვორკშოპი გაიმართა თემაზე: „ოჯახური ძალადობის პრევენცია და პრობლემაზე მუშაობა“. მონაწილეებმა  იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომელიც არსებობს მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით. ქალბატონებს   თემატური საინფორმაციო ფურცლები დაურიგდათ. ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი  საპროექტო იდეებზე იმსჯელეს. ორივე ჯგუფმა უკვე მოამზადა პროექტები, რომელებიც საკონკურსო კომისიას წარედგინება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა საპროექტო განაცხადის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე იმუშავა. პროექტზე მუშაობა და იდეის პროექტად გადაქცევა  ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს. შედეგად ორი პროექტის სამუშაო ვერსია მოამზადეს, რომლებსაც კომისიას წარუდგენენ . ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კი კვლევა ჩაატარა თემაზე ,, მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,.შედეგებიდან    გამომდინარე ქალბატონებმა გამოკვეთეს ის პრობლემები, რომელიც  მათ თემში აქტუალურია. ისინი ადვოკატირების კუთხით მუშაობას აგრძელებენ.

ქუთაისის ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ფონდ ,,სოხუმის,, ოფისში გაიმართა.ერთმანეთისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვის შემდეგ ქალბატონებმა ფილმს- „გორელი ქალები სოლიდარობისთვის“,  უყურეს.გაიმართა დისკუსიაც.შეხვედრაზე 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამეს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდა ტრენინგი -"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები", ,,მედიაწიგნიერების არსი  და მნიშვნელობა,,. ახალგაზრდებმა გაიგეს, როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან და შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები