სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მინიპროექტების შედეგები შეაჯამეს ვანის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. ასევე განიხილეს რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავეს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საჯარო მმართველობის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით - ეს, ძირითადად, ეხება მოქალაქეთა და მერიის წარმომადგენელთა უნარების ამაღლებას ელექტრონული სერვისების გამოყენების კუთხით.
შეხვედრაზე გამოიყო ის აქტივობები, რომლებიც ჯგუფმა პროექტის დასრულებამდე უნდა შეასრულოს და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.
ბაღდათში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „თანასწორობა ახლას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის ანალიზის დროს დაიდება. კვლევა ქალთა საჭიროებებს ეხებოდა და მისი რეკომენდაციები უნდა აისახოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში.
პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობა“ ხელმძღვანელმა გააკეთა ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება.
სტუმრები - ლანჩხუთის და ცაგერის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
მასპინძლები - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და ახალგაზრდული ცენტრის წევრები, პედაგოგები.
და უჩვეულო ფორმატი - დებატები.
სტუმრებმა წარმოადგინეს წარმატებული მუშაობის პრეზენტაცია - ეთიკის კოდექსის შემუშავების და სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით.
ხონის სამუშაო ჯგუფმა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მცირე პროექტებში მუშაობის შედეგები, მონაწილეობა საჭიროებათა შეფასებაში.
ხონის მერმა სამუშაო ჯგუფის მიღწევებს გაუსვა ხაზი - მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის, განახლებული ვებგვერდის და ელექტრონული პეტიციის ეფექტიანობაზე ისაუბრა. ყველაფერი, რაც გაკეთდა და რაც კიდევ არის დაგეგმილი, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის წარმატებულ რეფორმას.
ხონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აქტიურად წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენება იმის თაობაზე, რაც უკვე გაკეთდა, რისი მიღწევაც შეძლეს მუნიციპალიტეტში: ცხელი ხაზის ამოქმედება, ვებგვერდის განახლება, ელექტრონული პეტიციის სისტემის დანერგვა, საჭიროებების შეფასება, საჯარო მმართველობის პროცესის სამი მონიტორინგი. თუმცა გასაკეთებელი ჯერაც ბევრია.
ახლა სამუშაო ჯგუფი მუშაობას იმაზე, რომ საკრებულოს წევრებისთვის მიიღონ დოკუმენტი ეთიკის კოდექსის ბრძანების საფუძველზე. ასევე მნიშვნელოვანია საკრებულოში დაწესდეს მოქალაქეთა მიღების დღეები.
აღსანიშნავია თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან ნდობა სამუშაო ჯგუფის მიმართ. ეს იგრძნობა სამუშაო ჯგუფის ყოველ შეხვედრაზე, სადაც ყველა საკითხის განხილვაში აქტიურად არიან ჩართულები მერიისა და საკრებულოს წევრები.
ოზურგეთში გამართულ დებატებზე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა. განხილულ იქნა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მესამე მონიტორინგის და მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის შედეგები. ეს მუშაობა ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ -
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჭიროებების კვლევის შედეგებს, გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებს.
ეს იყო მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია თემაზე „ელექტრონული პეტიცია ხონის მუნიციპალიტეტში". ხონის საკრებულოში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა 28 მონაწილე: ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შედეგების შესახებ.
პროექტის ერთ-ერთი წარმატებული შედეგია ელექტრონული პეტიციის სისტემის შექმნა და დანერგვა ხონში. გამომსვლელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, თემების სახელით წარდგენილ ელექტრონულ პეტიციებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პეტიციების განხილვის პროცესზე.
თერჯოლის სამუშაო ჯგუფს არაერთი წარმატება დაუგროვდა. პროექტის დასაწყისიდან ბევრი რამ გაკეთდა და მრგვალ მაგიდაზე სწორედ ამ აქტივობებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პედაგოგები, ექიმები, იურისტები, სოციალური მუშაკები.
შეხვედრის მონაწილეებმა კარგად დაინახეს, რა გააკეთა სამუშაო ჯგუფმა ბოლო პერიოდში. ისაუბრეს ადგილობრივი საჭიროებების მეორე კვლევაზე, რომელიც ახლახან დასრულდა და მალე პუბლიკაციის სახეს მიიღებს. გაიმართა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და აღინიშნა, რომ ისინი საკმაოდ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში.
განსაკუთრებული აქცენტი დაისვა სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხზე - ამჟამად დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს, მალე განთავსდება ვებგვერდზე და ამ პლატფორმაზე მოქალაქეებს საკუთარი იდეების და საპროექტო განაცხადების დაფიქსირების საშუალება მიეცემათ.
„ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“ - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა ვანში. შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებათა შეფასებასა და გამოკვეთილ რეკომენდაციებზე. ისინი გაეცნენ ვანში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. ასევე გაკეთდა პრეზენტაცია ვანის სამუშაო ჯგუფზე, მის სტრუქტურასა და შედეგებზე.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე გაიმართა. მონაწილეებმა დააფიქსირეს ის მიზეზები, რომლებიც ელექტრონული სერვისების გამოყენებას უშლის ხელს. ეს, ძირითადად, ინფორმირების დაბალ დონეს და სათანადო უნარების არქონას ეხება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში. შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონში, ვანში, თერჯოლაში, ბაღდათში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ცაგერსა და ამბროლაურში რეგისტრირებული 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტების მიხედვით გაანალიზდა ადგილობრივი საჭიროების მეორე კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგები, მოხდა შედარება წინა კვლევასთან, თუ რა დინამიკა ფიქსირდება ამ ეტაპზე, რა შედეგებია და რა გამოწვევები რჩება.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიზარდა ინფორმირების დონე საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და, შესაბამისად - ელექტრონული სერვისების გამოყენების სტატისტიკაც. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი“. ტრენერი შეეხო აქტუალურ თემებს: საჯარო პოლიტიკის ციკლი და ძირითადი ელემენტები, საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ რა სტრატეგიებს იყენებენ ადვოკატირებისა და ლობირებისთვის. ხაზგასმულ იქნა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების ადვოკატირების მნიშვნელობა ეროვნულ დონეზე, რაზეც ტრენერმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. აღინიშნა, რომ ტრენინგი სასარგებლო იყო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის კუთხით.