„მერის წარმომადგენლების საჭიროებების გამოვლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში“

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს „მერის წარმომადგენლების საჭიროებების გამოვლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში“.

მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენელთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათი როლის გასაძლიერებლად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, დაზარალებულთა დახმარების, არსებულ ადგილობრივ და ცენტრალურ სერვისებზე მოქალაქეების ინფორმირების და რეფერირების სისტემაში მონაწილეობის კუთხით.

განხორციელებულმა სწრაფმა მოკვლევამ გამოკვეთა მერის წარმომადგენელთა ციფრული უნარ­ჩვევების გაძლიერების, მათი მეტი ინფორმირების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო აღწერილობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებში ჩართვის მკაფიო ვალდებულებების გაწერის საჭიროება.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

განახლდა შაბათი, 07 მაისი 2022 08:14
გამოქვეყნებულია გენდერული ძალადობა

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image