ბიულეტენი #3, ნომრის თემა - „ნაადრევი ქორწინება: მიზეზები, შედეგები, გამოსავლის გზები“

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი.

გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა. 2017 წლის იანვრიდან კი ეს გამონაკლისიც გაუქმდა და 18 წლამდე პირთა ქორწინება კანონით სრულად აიკრძალა.

ეს და სხვა აქტუალური საკითხები გაშუქდა ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენში. ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში და ვრცელდება სხვადასხვა შეხვედრაზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

განახლდა ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 14:31

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები