„COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“

Geფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის მორიგ ანგარიშს „COVID 19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.  ანგარიში ასახავს ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში, კერძოდ კი დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ, ოჯახში ძალადობის კუთხით შექმნილ მდგომარეობას და მის გავლენას ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ პანდემიამ გაამწვავა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უკვე არსებული პრობლემები, არამედ დააჩქარა პოტენციური მოძალადეების გამოვლენა. გაუარესდა იმ ქალების მდგომარეობაც კი, ვინც მანამდე შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.  

არსებული გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სახელმწიფოს პროაქტიული მუშაობა, განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის შესაბამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით და ჩართულობით. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები პრობლემების დროული და ადეკვატური გადაჭრისთვის.

პუბლიკაცია მომზადდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.   

Download

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

       

განახლდა ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021 09:33

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები