გამოიცა წიგნი „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი დასავლეთ საქართველოში“
ფონდმა „სოხუმმა“ გამოსცა წიგნი „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი დასავლეთ საქართველოში“ (ბეჭდური ვერსია ქართულ ენაზე, ელექტრონული ვერსიები რუსულ და ინგლისურ ენებზე).
ეს არის შედეგი ერთობლივიპროექტისა „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მყარი მშვიდობის შენებისათვის“, რომელიც განახორციელეს ფონდმა „სოხუმმა“ (ქუთაისი) და აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ (სოხუმი). ამ ქალთა ორგანიზაციებმა გამოიყენეს ისრაელელ და პალესტინელ ქალთა მეთოდიკა და მისი ადაპტირებით სპეციფიკურ პირობებთან, ერთობლივად შეიმუშავეს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის განსაზღვრის მეთოდი და ჩაატარეს კვლევა ქალებს შორის თავიანთ საზოგადოებებში.
ეს არის მცდელობა, გაფართოვდეს ტერმინ „უსაფრთხოების“ ტრადიციული შინაარსი, მოხდეს ჩაღრმავება იმ ქალების შეგრძნებებსა და საფიქრალში, ვინც ყოველდღიურად ეჭიდება პიროვნულ საფრთხეებს.
კველევაში გამოხატული მოსაზრებები შეხსენებაა იმ მოთხოვნილებებისა და საფრთხეების შესახებ, რომლებიც სათანადო ყურადღებას და მოგვარებას საჭიროებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)