ცოცხალი ურთიერთობები მაყურებელთან

როგორც იქნა - დაიწყო ცოცხალი ურთიერთობები მაყურებელთან!

აპრილმა განსაკუთრებით აქტიურად ჩაიარა ფორუმ-თეატრისთვის. ოთხი წარმოდგენა ჩატარდა: დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში და ქუთაისის ცენტრალურ პარკში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვის სტიმულის მომცემი იყო მაყურებლების წინაშე ცოცხლად თამაში. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. ახალგაზრდები გულწრფელად საუბრობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა ძალადობის პრევენციაში. აღინიშნა, რომ მსგავსი რეალური სცენები აძლევს მაყურებელს, განსაკუთრებით მოზარდებს, დაფიქრების და გამოსავლის ძიების შესაძლებლობას.

პედაგოგებმა, რომლებიც წარმოდგენებს ესწრებოდნენ, გამოხატეს სურვილი, რომ ფორუმ-თეატრი იყოს მოწვეული უფრო დიდი აუდიტორიისთვის და ხშირად აჩვენონ სკოლებში, რათა დადებითი გავლენა მოახდინოს მოზარდებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები