რას მოიაზრებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325? რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია?
ეს საკითხები განიხილეს ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
მონაწილეები ჩაუღრმავდნენ რეზოლუციის და სამოქმედო გეგმის შინაარსს. ჯგუფური მუშაობის დროს კი იმსჯელეს იმაზე, ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე, მეთოდოლოგიაზე, გამოყენების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.
მონაწილეებმა პრეზენტაციის მეშვეობით მოისმინეს, რას გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, გაეცნენ ამ მეთოდის უპირატესობებს: ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში და რამდენად ეფექტურია პრობლემათა მოსაგვარებლად, რატომ არის ის საინტერესო დევნილებისთვის, სხვადასხვა სტრუქტურისთვის, ვის რა მოტივი ამოძრავებს და ა.შ.
ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა.
დისკუსიამ აჩვენა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ ამ მეთოდით მუშაობას, აიცილებენ კაბინეტიდან კაბინეტში საბუთებით სიარულს და არ მოუწევთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იმის მტკიცება, რამდენად აქტუალურია მათი პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ტრენინგების ციკლში, რაც მათი კომპეტენციის ამაღლებას ემსახურება.
ივნისის გეგმიურ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა უკუკავშირით შეაფასეს, რას აძლევს მათ ტრენინგებში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებენ პრაქტიკაში მიღებულ ცოდნას.
მონაწილეთა შეაფასებით, მათ ჰქონდათ საშუალება, ტრენინგებზე გაეგოთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: მშვიდობისმყოფელობა, გენდერული ძალადობა, სამოქალაქო ჩართულობის ფორმები, ქსელები, კოალიციები... ტრენინგებში მონაწილეობით მათ ახალი უნარები შეიძინეს და აქტიურად იმუშავებენ, რათა დევნილთა პრობლემები მუნიციპალურ პროგრამებში მოხვდეს და ხელი შეუწყონ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„ერთი ფანჯრის“ პრინციპის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ტრენინგი ჩაუტარდა ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
ეს პრინციპი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის უკეთესი ამ მეთოდის გამოყენება და როგორ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა ივნისში დაგეგმილი ტრენინგების თემები და მათი ჩატარების გრაფიკი.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა ნახეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოკლიპი, რომელშიც საინიციატივო ჯგუფის ლიდერები არიან ჩართულები. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ეს არის სტიმული აქტივისტი ქალებისთვის, რადგან მათი ლიდერული უნარების პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ჩვენი რუბრიკის „გენდერი და საზოგადოება“ სტუმარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი - მზია კიკალიშვილი.
„ქალებს ვურჩევ, იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები, სჯეროდეთ საკუთარი თავის და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს“.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროექტის PR-მა, რომელმაც ჯგუფის წევრებს ანახა მის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც საინიციატივო ჯგუფების ლიდერები ამბობენ, რატომ ჩაერთნენ ამ პროექტში და რა მოლოდინები აქვთ.
ჯგუფის წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ივნისში ჩასატარებელი ტრენინგების შესახებ - გრძელდება ტრენინგების ციკლი ქალთა ფონდი „სოხუმის“ 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში 50 აქტიური ქალბატონის მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- საინტერესოა ჩვენთვის ამ პროექტში ჩართვა, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვეხმარება პრობლემური საკითხების სწორად წარმოჩენასა და მოგვარების გზების დასახვაში.
- კარგია, როცა პრაქტიკული სამუშაო და თეორია ერთმანეთთან არის შერწყმული. დღეს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, შესაბამისი უნარები და გამოცდილება.
მონაწილეებმა ასე გამოხატეს ინტერესი სატრენინგო თემისადმი.
ტრენინგი წყალტუბოში ჩატარდა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებულ შეხვედრებზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენება, ვინ არის პასუხისმგებელი/საჭირო უწყება, ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი და როგორ წარიმართება შეხვედრა.
სატრენინგო პროცესი ცოცხალი მაგალითების განხილვით წარიმართა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის და ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევების (მსხვერპლისათვის არსებული სერვისების მონიტორინგი; მოძალადის ქცევის ნაადრევ სტადიაზე კორექციის პროგრამების რეალიზაციის საჭიროება; ქალთა გაძლიერება - ბავშვთა მოვლის სერვისები) პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“ http://sosfsokhumi.ge/
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დახმარება და ამ პროცესში თვითმმართველობების როლის გაზრდა - აქცენტი ამ საკითხებზე გაკეთდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გიგა ბიბიჩაძე ახალგაზრდა მკერავი კაცია. მას კერვის სურვილი გელათის სასულიერო აკადემიაში სწავლისას გაუჩნდა, როდესაც საღვთისმსახურო შესამოსელის შექმნის ისტორიას გაეცნო. მანაც სცადა საკუთარი შესაძლებლობები ჭრა-კერვის სფეროში.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში რუბრიკით „გენდერი და საზოგადოება“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)