


პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
10 მაისს რადიო „რიონის“ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პროექტის დირექტორი, ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი და ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი. რადიოგადაცემაში საუბარი შეეხო დევნილთა დამოკიდებულებას რეფორმის პროექტის მიმართ, აგრეთვე დევნილთა პრობლემებს და და რეფორმის გავლენას მათ ოჯახებზე.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
18 დეკემბერს რადიო „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა გავიდა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა და პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები“.
რა არის საჭირო ადგილობრივ დონეზე თანაბარი და დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პრაქტიკაში; რა შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი გენდერულად სამართლიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის; რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით და როგორია ადგილობრივი პერსპექტივა მისი მასშტაბური დანერგვისათვის?
სტუდიაში დიალოგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთან შედგა, ენაცვლებოდა ინტერვიუები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფ მოხელეებთან.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული ქალბატონების ხედვა, რომელთაც ისაუბრეს გენდერული ბიუჯეტირების, ადგილობრივი მოხელეების გენდერული განათლებისა და კომპეტენციის გაზრდის აუცილებლობაზე.
მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული დღის წესრიგის დანერგვის და გენდერული რეფორმების განხორციელებითვის საჭირო სტრატეგიის შეთავაზება მოხდება. სტრატეგია დაეფუძნება ადგილზე ჩატარებულ კვლევებს, არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტის განმავლობაში ჩატარებულ მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც იკვეთება ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
გადაცემაზე ასევე დაანონსდა მომავალი შეხვედრა იმერეთის და სამეგრელოს თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხები - რა საფრთხეები გამოიკვეთა ქალთა სხვადასხვა ასაკობრივი, სოციალური ჯგუფის მიერ დასავლეთ საქართველოში; სად გრძნობენ ქალები თავს შედარებით დაცულად და რომელ სფეროებში მიიჩნევენ საჭიროდ არსებით რეფორმებს; რა რეკომენდაციები დაიდო კვლევის შედეგად და როგორია კვლევის უკუკავშირი - რადიოკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და ქალთა საკითხების ადვოკატირების სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრეს.
გადაცემაში წარმოდგენილ ინტერვიუებში გაჟღერდა ხონში, წყალტუბოში გაკეთებული შეფასებები, კიდევ ერთხელ დასახელდა რეგიონის ქალთა სპეციფიკური პრობლემები. ითქვა, რომ მათი ადვოკატირება ქალთა აქტიურმა ჯგუფებმა უნდა დაიწყონ.