რადიო „თავისუფლების“ რუბრიკაში მოხვდა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქუთაისში გამართული შეხვედრა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, გენდერულ მრჩევლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელებთან, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.
რესპონდენტებმა ინტერვიუში ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის, არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგს მომავალი ტრენერებისთვის კონფლიქტების პრევენციის თემაზე.
ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).
სიუჟეტში ტრენინგის მონაწილეები შთაბეჭდილებებს უზიარებენ მაყურებელს, თავიანთ მოლოდინებზე და მუშაობის პერსპექტივებზე საუბრობენ.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
