3

1 2 

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრების ციკლი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან.

აპრილში შეხვედრები ჩატარდა სოფელ ზედა სიმონეთში, ჩხარსა და ჭოგნარში თემაზე „ძალადობა - საზოგადოების პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი ვალდებულება“.

შეხვედრებს უძღვებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: ნინო დოლაკიძე და რუსუდან კოვზირიძე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის მეთოდებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა მერის წარმომადგენელთან ნოსირში. ამ სოფლის უფროსკლასელებთან კი გაიმართა ვორკშოპი თემაზე „ალკოჰოლი და მისი მავნე ზეგავლენა“. მუშაობამ ახალგაზრდების აქტიურობის ფონზე ჩაიარა. დამსწრე პედაგოგებმა დააფიქსირეს მსგავსი შეხვედრების და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მნიშვნელობა. შეხვედრის ბოლოს ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5

საბავშვო ბაღებს ეხება ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. აპრილში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა 1-ლ და მე-3 ბაგა-ბაღებში პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით. მათ გარდა ჩართულნი იყვნენ ფოთის სოციალური სააგენტოს სოციალური მუშაკი, უბნის ინსპექტორი, იურიდიული ბიუროს იურისტი და ბავშვთა ფსიქოლოგი.  მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა იყვნენ პედაგოგები ჩართულნი ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენაში, როგორ მოახდინონ რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების იდენტიფიკაცია და ფაქტებზე დროული რეაგირება. ორივე ბაღში შეიქმნა ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ჯგუფები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ თანახმად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ექიმების როლი ძალადობის პრევენციაში“. ტრენინგს სამედიცინო პერსონალის გარდა რეფერირების სხვა სუბიექტებიც ესწრებოდნენ: მერის წარმომადგენლები სოფლებში, სოციალური მუშაკები, ადგილობრივი გენდერული საბჭოს წევრები.

- როგორ გაძლიერდეს სამედიცინო რგოლის ფუნქციები ძალადობის პრობლემის იდენტიფიცირებაში, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამ სუბიექტებს შორის - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი ტრენინგის მონაწილეებმა ინტერაქტიული ჩართულობით და დისკუსიის ფორმატით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

აქტიურად ხორციელდება ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტი „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა“. ორ სოფელში გოჩა ჯიხაიშსა და  ნახახულევში შექმნილმა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თანატოლებთან ჩაატარეს შეხვედრები აქტუალურ თემებზე: ქალთა უფლებები, ადრეული ქორწინება და მისი შედეგები. ეს თემები განხილულ იქნა სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟების მაგალითზე. შეხვედრები დიდ დაინტერესებას იწვევს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

გოგონებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში, ორი საინიციატივო ჯგუფი შექმნეს გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში. ჯგუფის წევრებმა თანატოლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყეს აქტუალურ თემებზე: ქალთა უფლებები, ადრეული ქორწინება და მისი შედეგები.

შეხვედრების მონაწილეები ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიებში. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები იძლევა შესაბამის განათლებას და ეხმარება მათ, გახდნენ თავდაჯერებულები და შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5

თვის განმავლობაში ჩატარდა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების თემა იყო კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შესახებ. საუბარი შეეხო მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს (დამცავი და შემაკავებელი ორდერები), უწყებათშორის საბჭოს, ბავშვთა უფლებებს და დაგროვებითი პენსიის საკითხს. შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებთ და აინტერესებთ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6 7

ქალთა სოლიდარობა – ასეთი იყო ფსიქოლოგთან ჯგუფური შეხვედრების თემა ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ესწრებოდა 26-დან 65 წლამდე 48 ქალი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე. ქალებმა მიიღეს რჩევები კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

ამასთანავე გაგრძელდა ოჯახური წყვილებისა და კრიზისული ოჯახის წევრების ფსიქოთერაპიული კონსულტაციები. მსურველებმა გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაციები (მაგალითისთვის, სამ მოზარდთან ჩატარდა მუშაობა ტრავმატიზმის პრობლემაზე - მშობლების განქორწინების შემდეგ).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6 7

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მარტში ჩატარდა შეხვედრების ციკლი:

საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის მუშაკებთან თერჯოლაში თემაზე „ოჯახური კონფლიქტები - ბავშვი, მსხვერპლი, მოძალადე“.

საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია პედიატრის ჩართულობით მცირეწლოვანი ბავშვების დედებთან თემაზე „მშობლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც გასართობი სათამაშო და მისი მავნე შედეგები“.

დისკუსია ნახშირღელეში თემაზე „ძალადობა - საზოგადოების პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი ვალდებულება“.

შეხვედრების ფორმატმა და თემატიკამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ითქვა, რომ ეს თემები მეტი ინტენსივობით უნდა განიხილებოდეს საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელთა ჩართულობით. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ძალადობის პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1

 26

 3 4 5 

სენაკში გრძელდება მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში „ჯანსაღი ახალგაზრდები - უკეთესი მომავლისათვის“. მარტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თეკლათის გამგებელთან და ვორკშოპი თეკლათის სკოლის უფროსკლასელებთან ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის თემაზე.

შეხვედრამ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა. მათ დააფიქსირეს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მნიშვნელობა. ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მცირედი აქციაც მოაწყვეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები