ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ზაფხულს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ორ პროექტს ახორციელებენ.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ პროექტია „ამბროლაურში მცხოვრებ მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში“. პროექტის მიზანია მოსახლეობის ჩართვა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - აფხაზინტერკონტი“  ახორციელებს პროექტს, რომლის სახელწოდებაა „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობა - ინფორმირებული მოსახლეობა“. პროექტის განხორციელების შედეგად, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისები გამართულად იმუშავებს, თემის მოსახლეობას კი საშუალება მიეცემა, საკუთარი ინიციატივები მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობას.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5

ლენტეხის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის შესახებ - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო პერსონალისთვის.

გაიმართა აგრეთვე საინფორმაციო შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან. საუბარი შეეხო საპროექტო აქტივობებს. ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გამოიკვეთა თანამშრომლობის სურვილი.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

1 2 

3 4

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების პროცესში. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“ ტრენინგს მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალთან.

შეხვედრის დროს ითქვა, რომ მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას  შორის თანამშრომლობა სასიკეთო ცვლილებების საწინდარი გახდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, როდის ჩატარდება არჩევნები საქართველოში, მაგრამ ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნა -  წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. საპროექტო ჯგუფი ონლაინ შეხვედრებზე იხილავს ყველა აქტუალურ საკითხს.

ფონდი „სოხუმის“ ყველა ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებულია მოწოდება, რომ მოსახლეობამ დააფიქსიროს, რა კითხვას დაუსვამდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მიმდინარეობს კითხვების ჩაწერა. აქტიურ ფაზაშია მუშაობა საინფორმაციო ვიდეორგოლზე.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1 2

გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა. განხილულ იქნა სამოქმედო გეგმები სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისთვის. ამას გარდა ისაუბრეს ორ ტრენინგზე, რომელიც ივნისში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებისთვის. პირველი ტრენინგი მიეძღვნება ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებს, მეორე კი - პიარს და ცნობადობის გაზრდას. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

9 ივნისს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ, განხორციელდა პირველი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის. შეხვედრა წარიმართა ონლაინ რეჟიმში. სამუშო ჯგუფის წევრები გაეცნენ პროექტის მიზნებს და ამოცანებს, სამუშაო ჯგუფის მისიას და ფუნქციებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ თვიმმართველობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. ისინი მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელების პროცესში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე თვის მანძილზე განთავსდა ვიდეოჩანაწერები წალენჯიხის, ფოთის, ოზურგეთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით (გასულ თვეებში წარმოდგენილი იყო ხუთი მუნიციპალიტეტი).

მათში ასახულია მუნიციპალიტეტების საქმიანობა და სტრატეგია ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ - COVID-19 ვირუსით გამოწვეული საჭიროებების ფონზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

ფონდმა „სოხუმმა“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პირველად გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის და საკრებულოს  სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები: როგორ პასუხობს ადგილობრივი ბიუჯეტი გენდერულ პარამეტრებს, ოჯახური ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების საკითხები რამდენად პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის, რა გამოწვევები არსებობს და რა  იგეგმება  ამ მიმართულებით.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ  კვლევაზე -ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მსგავსი თანამშრომლობა ახალი ინიციატივების დანერგვას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვანის მუნიციპალიტეტში ივნის-აგვისტოში ორ პროექტს ახორციელებენ.

„თანადგომა - 2020“ ახალშექმნილი ორგანიზაციაა და მისი პროექტია ,,მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“.

პროექტის დასრულების შედეგად მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითმმართველობა მზად იქნება, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები და ალტერნატივები.

ორგანიზაცია ,,მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“  კი ახორციელებს პროექტს „ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს თემის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისა და შშმ პირების საჭიროებები და მოთხოვნილებები, ინფორმირებულობა და გაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა“.

პროექტი მოაზრებს ახალგაზრდების ნიჭის განვითარებას, მათი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურ  თანამშრომლობას.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

ბაღდათის ადგილობრივი ორგანიზაციები სამთვიანი პროექტების განხორციელებას შეუდგნენ.

„სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ – ამ ორგანიზაციის პროექტია „მოქალაქეთა ინფორმირება საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკაზე“. ორგანიზაცია ცალკეულ ჯგუფებთან (შშმ პირები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები) ჩაატარებს შეხვედრებს, ვორკშოპებს, ტრენინგებს  და გააცნობს მათ მნიშვნელოვან საკითხებს: როგორ გამოიყენონ ელექტრონული რესურსები ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობისთვის, როგორ მიიღონ საჯარო ინფორმაცია, როგორია საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესები, როგორ წარადგინონ რეკომენდაციები...

„თანასწორობა ახლა“ - ამ ორგანიზაციის პროექტს ეწოდება „მოსახლეობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში“. მისი მიზანია მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი დედების და პენსიონერების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მათზე საჯარო მმართველობის რეფორმა.

საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები