ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტი „გენდერული ცნობიერების ფორმირება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“ მორიგ ეტაპზეა. პროექტის მიზანია არაძალადობრივი, გენდერულად მგრძნობიარე თაობის აღზრდის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში თოჯინების ჩრდილების თეატრის მიერ მომზადდა სპექტაკლი. სცენარად გამოყენებულია ნაწარმოები „გოგონა ზურმუხტის ქვეყნიდან“. სპექტაკლი სიყვარულს, მეგობრობას, თანასწორობას, პატრიოტიზმს ქადაგებს. მთავარი პერსონაჟი გოგონა - პირიმზე ცდილობს, დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის თანასწორია, სადაც ადამიანები ერთმანეთის შესაძლებლობებს პატივს სცემენ.
სპექტაკლი ამსხვრევს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს თანასწორობასთან მიმართებაში. პირველ ჩვენებას დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები.
პროექტიდან გამომდინარე, სპექტაკლის ჩვენებები დაგეგმილია ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.



ქუთაისის გენდერულმა საბჭომ დაიწყო ახალი პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“. პროექტი ხორციელდება ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით.
21 აპრილს პროექტის ფარგლებში „გრანდ პალასში“ რეგიონალური კონფერენცია გაიმართა თემაზე „გენდერული კომპონენტები ადგილობრივ ბიუჯეტში - არსებული რეალობა, პოზიტიური ცვლილებები, მომავლის პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, წყალტუბოს, ხონის, ვანის, სამტრედიის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციის პირველ ნაწილში ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გენდერული მიმართულებით მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს.
კონფერენციის მეორე ნაწილში მომხსენებლებმა თანასწორობის თემა სხვადასხვა კონტექსში განიხილეს. კონფერენცია დასრულდა მოხსენებით: სტუდენტთა გენდერული საჭიროებები და მათი ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში.
პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. კონფერენციაზე განხილულ საკითხებზე დისკუსიები ქუთაისის უნივერსიტეტებში გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
ქუთაისის გენდერული საბჭო სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს: ამ მიზნით ტარდება საკმაოდ მასშტაბური კონფერენცია. სხდომაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. შეადგინეს მონაწილეთა სია. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.
საბჭოს წევრების აზრით, კონფერენცია კარგი არენაა გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს იქნება ანგარიში, შეფასება და გენდერული მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგების წარმოჩენა.



- ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი პროექტი, მონაწილეობა სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებში, საზოგადოების ინფორმირება საბჭოს მუშაობაზე ტელე და რადიო გადაცემებში მონაწილეობით, გენდერული საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება. გენდერული პოლიტიკის გეგმის წარდგენა ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების დასამკვიდრებლად და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული მხარდაჭერა - ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ამ შედეგებით ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იყო საუბარი პრობლემებზე, ხარვეზებზე, სამომავლო გეგმებზე.




ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან.
28 ნოემბერს გაიმართა საბჭოს საგანგებო სხდომა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კლუბის მოდერატორთან ერთად იმსჯელეს მიღებული კანონის შესაბამისად - საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე. საუბარი შეეხო საჭირო პროცედურებს და ლობირების გზებს.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა 16-დღიანი კამპანიისადმი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
თბილისში გაიმართა ხატვის საერთაშორისო კონკურსის „დამიხატე მშვიდობა“ დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“ და წარმოადგინა ქუთაისის №6, №11, №15, №21, №30 სკოლების ნორჩ მხატვართა ნამუშევრები.
კონკურსის შედეგებით, გამარჯვებულები, №30 სკოლის მოსწავლეები ნინო ვასილჩიკოვა და გიორგი ზოსიშვილი დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

მარტის სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა საერთო თემას - ქალთა სოლიდარობა. თვის მანძილზე ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 33 შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)