ლიდერობა - პოზიტიური ცვლილებებისათვის
„ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა“- ამ თემაზე საინტერესო ტრენინგი გაიმართა ქუთაისში, დევნილთა თემის ამხანაგობების წარმომადგენლებთან.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა: ლიდერობის არსის გარკვევა და საკუთარი ლიდერული უნარ-ჩვევების გააზრება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გაცნობა და თვითპრეზენტაცია, საჯარო გამოსვლის საფუძვლების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება.
ჯგუფური მუშაობის პროცესში მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, წარმოაჩინეს საკუთარი ლიდერული შესაძლებლობები გუნდთან მუშაობისას.
- ჩვენ საშუალება მოგვეცა, კიდევ ერთხელ დაგვენახა პრაქტიკული, სახალისო სავარჯიშოებით, თუ რამდენად ვართ მზად ლიდერობისთვის, რა თვისებები სჭირდება კარგ ლიდერს, როგორ უნდა მივაღწიოთ თემში პოზიტიურ ცვლილებებს, - აღნიშნეს მონაწილეებმა.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.