ზუგდიდი: საჭირო და საინტერესო ტრენინგი დევნილებისთვის
ვინ არის ლიდერი, რა თვისებებით გამოირჩევა, როგორია სასურველი და არასასურველი ლიდერი, რა არის პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა, როგორ უნდა წარვადგინოთ საკუთარი თავი - ეს და სხვა საინტერესო საკითხები იყო განხილული ტრენინგზე - „ლიდერობა, პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლა“, რომელიც ზუგდიდში გაიმართა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები აქტიური დევნილი ქალებისთვის.
მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ლიდერულ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებზე, მოიყვანეს არაერთი წარმატებული მაგალითი.
დასასრულს მათ აღნიშნეს, რომ ტრენინგი საჭირო და საინტერესო იყო და მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.