ლიდერი ქალები - ტრენინგზე
აქტიური ინტერაქციის ფონზე ჩატარდა ტრენინგი ზუგდიდში, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილი ლიდერი ქალები, ამხანაგობების თავმჯდომარეები ბარამიას და ლაღიძის ქუჩებიდან.
მონაწილეებმა გაიგეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების არსი, გააანალიზეს პროცესი პრობლემის იდენტიფიცირებიდან - მოგვარებამდე. SWOT ანალიზის გამოყენებით შეაფასეს საკუთარი რესურსები, ძლიერი და სუსტი მხარეები, იმსჯელეს მოსალოდნელ რისკებზე.
ტრენინგის მონაწილეებმა კონკრეტული პრობლემები შეარჩიეს და შეადგინეს სამოქმედო გეგმები.
მონაწილეთა უკუკავშირიდან:
„ვისწავლეთ ადვოკატირების გეგმის გაწერა და პასუხისმგებლობების გადანაწილება.“
„ამ უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში გამოვიყენებთ ჩვენს თემებში პრობლემათა ადვოკატირებაზე მუშაობისას.“
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.