ტრენინგი წყალტუბოში
წყალტუბოს ინოვაციების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „მტიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირება“, რომელსაც დევნილთა სხვადასხვა თემში მცხოვრები აქტიური ლიდერი ქალები და გოგონები დაესწრნენ.
მონაწილეებმა გაიგეს ადვოკატირების არსი, მოახდინეს საკუთარ ჩასახლებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოაყალიბეს ადვოკატირების სტრატეგიული გეგმა.
პრაქტიკული მაგალითებით და სავარჯიშოებით მონაწილეებმა გააანალიზეს ადვოკატირების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები. ყურადღება გამახვილდა SWOT ანალიზზე, რამაც მონაწილეებს დაანახა ადვოკატირების ჯგუფის ძლიერი და სუსტი მხარეები. ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარება მათ ადვოკატირების წარმატებით წარმართვაში.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.