მიუსაფარი ძაღლები, გარე განათების, საფეხმავლო ბილიკის, ტროტუარის, შემაკავებელი ბარიერების აუცილებლობა - ამ პრობლემებზე ისაუბრეს ქუთაისში, შერვაშიძის №53-ის სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებმა ქალებმა.
საინიციატივო ჯგუფის წევრი, რიმა კალანდია, რომელმაც ადვოკატირების საკითხებზე გაიარა ტრენინგები, დევნილთა თემის ქალებს უკვე მესამედ ხვდება, თავის ცოდნას და გამოცდილებას თამამად უზიარებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდებს.
- მართალია, ხშირად გვაქვს იმედგაცრუება, მაგრამ მაინც აქტიურად უნდა ჩავერთოთ თემის პრობლემების ადვოკატირებაში და მივაღწიოთ მათ მოგვარებას, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მესამე და მეოთხე საინიციატივო ჯგუფების წევრ ქალებთან და გოგონებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
მონაწილეებმა ადვოკატირების პროცესის დინამიკაზე ისაუბრეს, შესრულებული და ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ და დაასახელეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ამ პროექტის ფარგლებში გეგმავენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს ის ცვლილებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას გამოიმუშავეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში, როგორ მიდის ადვოკატირების პროცესი და რა შედეგებს მიაღწიეს.
აღნიშნეს, რომ აქტიურობა აუცილებელია. საკუთარი ძალებით გაუჭირდათ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით შეძლეს რამდენიმე პრობლემური საკითხის ადგილიდან დაძვრა და მიიღეს დაპირებები კომპეტენტური პირებისგან.
ქალებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და უკვე, საკმაოდ გამოცდილებმა, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაც გააკეთეს, რათა პარალელურად მათი ადვოკატირებაც დაიწყონ.
ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. წერილს უკვე მოყვა რეაგირება - ზარები, შეხვედრები, დაზუსტებები და ჯგუფის წევრები ელოდებიან კონკრეტულ პასუხებს თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, სადაც ორი (მეორე და მესამე) საინიციატივო ჯგუფის წევრმა აქტიურმა ქალებმა ადვოკატირების შედეგები შეაჯამეს.
მათ მადლიერება გამოთქვეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გამო. აღნიშნეს, რომ გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ, სტიმული მიეცათ, რომ დასახლებაში თავად გამოავლინონ პრიორიტეტული პრობლემები და იპოვონ მათი მოგვარების გზები. აღიარეს, რომ ფონდი „სოხუმის“ პროექტის საშუალებით ბევრი საკითხის მოგვარება შეძლეს - დასახლებაში ძელსკამები დაიდგა, შენობა გადაიხურა, თანხმობა მიიღეს ეზოში მინისტადიონის მოწყობაზე...
ყველამ დაინახა, რომ საერთო საქმეში მთავარია მონდომება, გუნდურობა და აქტიურობა. გეგმებზეც იმსჯელეს და ახალ პრობლემებზეც, რომ მათ ადვოკატირებასაც შეუდგნენ.
თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს. სათანდო რეაგირება უკვე არის და მალე კონკრეტულ პასუხსაც მიიღებენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისში, იოსელიანის 13-ში საინიციატივო ჯგუფის წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციის გაზიარებით ის ცდილობს, მოქალაქეთა ჩართულობით პრობლემების ადვოკატირება მოახდინოს.
ადვოკატირების საკითხებზე აქტიური შეხვედრების და ჩართულობის შედეგად, ქალები გაძლიერდნენ და უკვე ფლობენ უნარებს, რომ შესაბამის უწყებებს პრობლემების მოსაგვარებლად მიმართონ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ჩვენს ჟურნალისტურ კონკურსზე „გენდერული დეზინფორმაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება ჟიურის წევრების მიერ. ჟიური წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით:
- ეკა ფხაკაძე - ჟურნალისტი, ტვ „ფორმულას“ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კორესპონდენტი
- ზეკო ხაჩიძე - ბლოგერი, „სამოქალაქო თეატრის“ დამფუძნებელი
- მორეტა ბობოხიძე - ექსპერტი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
- ანა თავხელიძე - ადამიანის უფლებათა იურისტი, ადვოკატი
- ვერო მელუა - ფემინისტი აქტივისტი, ფემინისტური პლატფორმა femea.ge-ს თანადამფუძნებელი.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ყურადღებისა და მონაწილეობისათვის და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!
აღნიშნულ კონკურსს ვახორციელებთ პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისათვის“ ფარგლებში.
„სამოქალაქო ინიციატივის“ ფარგლებში ქუთაისში, ჭავჭავაძის №58-ში მცხოვრებმა დევნილებმა კომბინირებული ბენზოცელი, საკრეჭი და ელექტრო შესაწამლი მოწყობილობა შეიძინეს.
სამოქალაქო ინიციატივის შედეგად თემში გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და უფრო უსაფრთხო გახდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს დევნილთა სამ თემში - აფხაზეთის და 9 აპრილის ქუჩებზე - დასრულდა სამოქალაქო ინიციატივის განხორციელება.
თემის მცხოვრებლებმა მიიღეს საჭირო მასალები, რაც აუცილებელია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად: ბალახის სათიბი ელექტროცელები, საღებავები, ფუნჯები, სარწყავი მილები, შესაწამლი მოწყობილობა, კარების საკეტი… ამ მასალების შეძენა მოხდა მათი საჭიროებების გათვალისწინებით და თავადვე ჩაერთვებიან თავიანთი შენობების თუ ეზოების მოწესრიგების პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქუთაისის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა. გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, კოტეჯი-2-ში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს ბალახის სათიბი - ელექტროცელი, სეკატორი და ხერხი ელემენტზე, ურიკა, მილი და საიზოლაციო ლენტა.
ინიციატივა თემის მცხოვრებლებმა თავიანთი რესურსებით განახორციელეს. შეძენილი მასალების გამოყენება ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე გაიმართა გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ განხილვა. მასში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება: როგორ მუშაობენ ისინი ქალთა უფლებების დასაცავად ომის დროს და ომის შემდეგ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც გზამკვლევში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ასევე - ქალთა მხარდაჭერისკენ მიმართულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით