გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია - გზამკვლევის განხილვა საინფორმაციო შეხვედრებზე

ხონის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე გაიმართა გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ განხილვა. მასში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება: როგორ მუშაობენ ისინი ქალთა უფლებების დასაცავად ომის დროს და ომის შემდეგ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც გზამკვლევში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ასევე - ქალთა მხარდაჭერისკენ მიმართულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ასევე ამ კატეგორიაში « მრგვალი მაგიდა თერჯოლაში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები