„ძალიან საჭირო ინფორმაციები მივიღეთ ადვოკატირების პროცესთან დაკავშირებით.“
„თითქოს ყველაფერს ასე ვაკეთებდით, მაგრამ ტრენინგზე გავიგეთ, თუ რაოდენ საჭიროა სწორი გათვლების გაკეთება.“
„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე. მიღებული ცოდნა ადვოკატირების სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.“
ასე ამბობდნენ ტრენინგის ბოლოს მონაწილეები - ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ლიდერი ქალები და გოგონები. ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა თემაზე: „სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შედგენა.“
მონაწილეებმა „პრობლემის ხის“ მეთოდით იმუშავეს გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე, გააკეთეს SWOT ანალიზიც - ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და რისკები.
თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ, მონაწილეებმა ჯგუფებში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების შედეგები: პოზიტიური მშობლობის ტრენინგები; ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელიც ამ ეტაპზე ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.
შეხვედრაზე ასევე შედგა დიალოგი უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სენაკის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სამოქალაქო ინიციატივების მინიპროექტის „დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილეს. კომისიის წევრების პოზიციით, მსგავსი მუშაობა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს, რათა გათვალისწინებულ იქნას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის და სერვისების მიწოდების კუთხით არსებული საჭიროებები
კომისიაზე ოჯახში ძალადობის ქეისები განიხილეს და ერთობლივი რეაგირების საკითხებზე შეთახმდნენ. კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია და თანამშრომლობა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების დევნილთა თემების აქტიურმა ლიდერმა ქალებმა და გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები.“
პროექტის ასისტენტებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებსა და გამოწვევებზე, ქალების მხარდაჭერის, ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაციები გაუზიარეს შეკრებილებს. როგორც აღნიშნეს, პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებისთვის.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
მეგობრული სივრცე ბავშვებისთვის - ამას გულისხმობს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვების შერეულ ჯგუფს უტარდება კურსები (აქ არიან ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ასევე - ქუთაისში მცხოვრები ბავშვები).
ისინი თითქმის ყოველდღე მოდიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, ესწრებიან გაკვეთილებს ორ-სამ კურსზე. ხალისით და ინტერესით სწავლობენ ქართულ და ინგლისურ ენებს. ამას გარდა, მათთვის ჩამოყალიბდა პოლიმერული თიხისგან ძერწვის, სამსახიობო ხელოვნების, ქარგვის, ფოტო და ვიდეოგადაღების კურსები. არის ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფიც.
სკოლისგან თავისუფალ დროს ბავშვები პედაგოგებთან ერთად საინტერესოდ ატარებენ. მათ უკვე მოასწრეს ერთმანეთთან დამეგობრება და სწავლების პირველი შედეგებიც გაჩნდა.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
მარტი განსაკუთრებული აქტიურობით იყო დატვირთული ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. განსახილველ თემად შეირჩა „ქალები და სოლიდარობა, რეალობა და პერსპექტივები“. მობილიზატორების ინიციატივით ჩატარდა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები: საინფორმაციო შეხვედრები, დებატები, ფილმის ჩვენება და განხილვა.
შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს წარმატებული ქალების ისტორიები და იმსჯელეს იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქალთა წარმატებისთვის. ისაუბრეს ქალთა საჭიროებებზე და ხაზი გაუსვეს ქალთა სოლიდარობის აუცილებლობას, განსაკუთრებით - ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ქალთა ჯგუფმა გაიარა სწავლების კურსი სხვადასხვა მიმართულებით: პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ჭრა-კერვა, მანიკურის საქმე, ფერადი ეპოქსიდისგან სუვენირების დამზადება. შემდეგ მათთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ ბიზნეს იდეების ფორმირება, რანჟირება და საპროექტო წინადადებების წარდგენა ასწავლა მონაწილეებს.
მესამე და ბოლო ეტაპი, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, იყო საფინალო კონკურსი, სადაც ბენეფიციარებმა საკუთარი ბიზნესწინადადებებით გამარჯვება და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის მატერიალური მხარდაჭერა მიიღეს!
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ფონდი „სოხუმის” სარეაბილიტაციო ცენტრში გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახური ძალადობა და ძალადობის ფორმები“. სამწუხაროდ, ქალებს უჭირთ არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, ანონიმურად კი გულახდილად აფიქსირებენ საკუთარ აზრს ფურცელზე. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, მათ აკლიათ თავდაჯერებულობა, რაც ხელს უშლით პირველი ნაბიჯების გადადგმაში. სწორად მიცემული რჩევა პოზიტიურად ცვლის მსხვერპლი ქალის ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრები მნიშვნელოვანია მათთვის და ეხმარებათ გაძლიერებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგ მანანა გოცირიძისთვის დატვირთული იყო მარტი. მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმატით. რეგიონებში 20-მდე ადამიანს ჩაუტარდა ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია. ქუთაისში კი 12 ბენეფიციართან გაიმართა პირისპირ მუშაობა. ყველა მათგანს თავისი პრობლემა აქვს და ფსიქოლოგი ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას.
ტრადიციულად, კომპლექსური მუშაობა გაიმართა ფონდის სარებილიტაციო ცენტრში, სადაც იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები. თავისი წილი საკეთებელი გააკეთა ამ ქალებთან ფსიქოლოგმა. მან ასევე იმუშავა დღის სარაებილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან, რომლებთანაც პარასკევობით ტარდებოდა ჯგუფური სეანსები.
მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური შეხვედრა ხობში, სადაც შედგა საუბარი საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან. საუბრის თემა აქტუალური და სასარგებლო იყო: როგორ დავეხმაროთ ბაღში პირველად მოსულ ბავშვებს ადაპტაციაში, როგორ მოემზადოს პედაგოგი, რომ ბავშვმა არ მიიღოს სტრესი და ტრავმა. ისინი ინტერესით გაეცნენ ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარების თავისებურებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინიდან ჩამოსულ 7 ოჯახთან ჩატარდა ფსიქოლოგიური შეხვედრები. მარტში 22 ადამიანს შეხვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი - გაარკვია მათი მდგომარეობა, პრობლემები და საჭიროებები.
8 ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს - მათი ნაწილი მოზარდია და იკვეთება ჰიპერაქტიურობის, სიმარტოვის თუ ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები. ფსიქოთერაპიული სესიები დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომელთაც სტრესი მიიღეს ომის გამო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)