შეხვედრა ქსელის შექმნის თემაზე
ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების დევნილთა თემების აქტიურმა ლიდერმა ქალებმა და გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები.“
პროექტის ასისტენტებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებსა და გამოწვევებზე, ქალების მხარდაჭერის, ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაციები გაუზიარეს შეკრებილებს. როგორც აღნიშნეს, პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებისთვის.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.