„ძალიან საჭირო ინფორმაციები მივიღეთ ადვოკატირების პროცესთან დაკავშირებით.“
„თითქოს ყველაფერს ასე ვაკეთებდით, მაგრამ ტრენინგზე გავიგეთ, თუ რაოდენ საჭიროა სწორი გათვლების გაკეთება.“
„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე. მიღებული ცოდნა ადვოკატირების სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.“
ასე ამბობდნენ ტრენინგის ბოლოს მონაწილეები - ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ლიდერი ქალები და გოგონები. ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა თემაზე: „სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შედგენა.“
მონაწილეებმა „პრობლემის ხის“ მეთოდით იმუშავეს გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე, გააკეთეს SWOT ანალიზიც - ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და რისკები.
თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ, მონაწილეებმა ჯგუფებში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში