ვორკშოპი ნამდვილად არ ყოფილა ჩვეულებრივი. დეზინფორმაციაზე საუბარი, სტერეოტიპების იდენტიფიცირება, რთულ თემებზე საუბრების პრაქტიკული სტრატეგიები და „ოჯახური ვახშმის თამაში“ - ყველაფერი ერთად დაეხმარა მონაწილეებს საკუთარი რეაქციების გაცნობასა და გააზრებაში. ქვიზი ხელმისაწვდომია აქ - გადაურჩი ოჯახურ ვახშამს
ერთ-ერთმა სტუდენტმა სენსიტიური თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„სენსიტიურ თემებზე საუბარსა და დისკუსიების გამართვას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია პიროვნულ, სოციალურ და საზოგადოებრივ დონეზე. ის ქმნის პლატფორმას ემპათიის, ტოლერანტობისა და საზოგადოებრივი პროგრესისთვის. მტკივნეული სიმართლის გახმოვანება ხელს უწყობს როგორც ინდივიდის გათავისუფლებას შიშისა და სირცხვილისაგან, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზრდას. ასეთ დიალოგებში იბადება ცვლილება.“
ვორკშოპს უძღვებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და ლინდა ჩიხლაძე.
საბოლოოდ, სტუდენტებმა არა მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა მიიღეს - ისინი ერთმანეთს უკეთ გაეცნენ, ისწავლეს განსხვავებულ აზრთან ჯანსაღად გამკლავება და საკუთარი დიალოგის უნარებიც „დატესტეს“ სპეციალური ქვიზის მეშვეობით: „გადაურჩი ოჯახურ ვახშამს“. სცადე შენც -