„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ქსელურ შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასისტენტები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა გუგეშაშვილი და ფონდი „სოხუმის” დამფუძნებელი ალლა გამახარია ესწრებოდნენ.

ასისტენტებმა საანგარიშო პერიოდის აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და შედეგები შეაჯამეს.

„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში შესრულებული აქტივობების შესახებ (II ეტაპის ინიციატივების განხორციელება) ისაუბრეს ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში.

საინიციატივო ჯგუფის ლიდერებისა და წევრების თქმით, ამ პროექტის დახმარებით, მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სამოქალაქო ინიციატივებმა“ თემში ქალები სხვა კუთხით წარმოაჩინა. ისინი გააქტიურდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს თავად ეძებენ.

როგორც თავად აღნიშნეს, თავდაპირველად საკუთარი იდეების გამარჯვებისაც არ სჯეროდათ და განხორციელების იმედიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემები მოგვარებულია - მიღწეული შედეგით გუნდი და მოსახლეობა კმაყოფილია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

თავიანთი რესურსებით განახორციელეს პროექტით გათვალისწინებული ინიციატივა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში. ლესელიძის ქუჩაზე, ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური ინტერნატის მცხოვრებლებმა გრანტით შეიძინეს ბენზოცელი, წყლის ტუმბო და ელექტროკაბელი, შესაცვლელი ზეთი, ბრტყელტუჩა და ელექტროავტომატი მიიღეს. ეს მასალები ხელს შეუწყობს  უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას დევნილთა თემში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოს დევნილთა სამ თემში - აფხაზეთის და 9 აპრილის ქუჩებზე - დასრულდა სამოქალაქო ინიციატივის განხორციელება.

თემის მცხოვრებლებმა მიიღეს საჭირო მასალები, რაც აუცილებელია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად: ბალახის სათიბი ელექტროცელები, საღებავები, ფუნჯები, სარწყავი მილები, შესაწამლი მოწყობილობა, კარების საკეტი… ამ მასალების შეძენა მოხდა მათი საჭიროებების გათვალისწინებით და თავადვე ჩაერთვებიან თავიანთი შენობების თუ ეზოების მოწესრიგების პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

„სამოქალაქო ინიციატივის“ ფარგლებში ქუთაისში, ჭავჭავაძის №58-ში მცხოვრებმა დევნილებმა კომბინირებული ბენზოცელი, საკრეჭი და ელექტრო შესაწამლი  მოწყობილობა შეიძინეს.

სამოქალაქო ინიციატივის შედეგად თემში გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და უფრო უსაფრთხო გახდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა. გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, კოტეჯი-2-ში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს ბალახის სათიბი - ელექტროცელი, სეკატორი და ხერხი ელემენტზე, ურიკა, მილი და საიზოლაციო ლენტა.

ინიციატივა თემის მცხოვრებლებმა თავიანთი რესურსებით განახორციელეს. შეძენილი  მასალების გამოყენება ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია.

მოგვარდა ორი პრობლემა: კონკრეტულად კი გაუმართავი სადრენაჟო სისტემის გამო, №10 და №15 კორპუსებთან წვიმის წყალი გროვდებოდა. მოსახლეობამ თვითნებურად გაჭრა არხები, რამაც წყალს მიმართულება შეუცვალა. მოჭარბებული წვიმის დროს წყალი სარდაფში ჩაედინებოდა და იტბორებოდა, რაც ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. მომრავლებული იყო ქვეწარმავლები და მღრღნელები. ზიანდებოდა კორპუსის საძირკველი.

ადგილობრივი თემის ადამიანური რესურსებით განხორციელდა ორი ინიციატივა: №10 კორპუსთან მიწა ამოიჭრა და ამოივსო. №15 კორპუსთან კი ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მხარეს ამაღლებული ბარიერი გაკეთდა. ამგვარად, მოგვარდა ორი პრობლემა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქრისტინა ქუთათელაძე გაგრიდან დევნილია, ამჟამად წყალტუბოში, პატარა მწვანე ქალაქში ცხოვრობს. წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და №4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. მე-8 კლასიდან არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ურთიერთობს.

აქტიური საქმიანობისა და წარმატების ისტორიაზე თავად ქრისტინა გვესაუბრება:

„წლების წინ ფონდი „სოხუმის“ ტრენინგზე ბენეფიციარის სტატუსით მივედი. ახლა მათ მიერ განხორციელებულ არა ერთ პროექტში ვმონაწილეობ, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ქსელის კოორდინატორი ვარ. აქტიურ ქალებთან ერთად კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას ვახდენ. ფონდმა „სოხუმმა“ სწორი გზა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ საკუთარი უფლებების დაცვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქალების გაძლიერებას. ასევე ვარ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების ტრენერი, ქალებს ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარებით.

ხონის ქალთა ქსელი ორ სამოქალაქო ინიციატივას ახორციელებს. პირველი ინიციატივის ფარგლებში გადაიჭრება დევნილთა დასახლებაში არსებული №10 კორპუსში მცხოვრები 40 ოჯახის პრობლემა, რაც უკავშირდება წვიმის დროს სარდაფების დატბორვას.

მეორე ინიციატივის განხორციელება №15 კორპუსში მცხოვრებ 40 ოჯახს მოუგვარებს უხვ ნალექთან დაკავშირებულ პრობლემას.

ორივე კორპუსის მცხოვრებლებს წვიმის დროს უჭირთ სადარბაზოებიდან გასვლა -  შესასვლელები იტბორებადა წყალი სარდაფებში ჩაედინება.

ქალთა ქსელის წევრებმა კონსულტაციები გაიარეს სპეციალისტებთან. მათი რეკომენდაციაა - ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მხარეს ბარიერის გაკეთება წყლისთვის.

ქალთა ქსელის წევრებმა საჭირო მასალები და ინვენტარი უკვე შეიძინეს და ახლა მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე შეჯამდა  „სამოქალაქო ინციატივების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ დევნილთა თემებში პროექტით გათვალისწინებული ინვენტარის შესყიდვების პროცესი დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. უკვე დაგეგმილია მომდევნო თვის აქტივობები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

სენაკის ქალთა ქსელის წევრებმა „სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერის“ ფარგლებში წყლის საქაჩი ექვსი ტუმბო შეიძინეს. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება და მოსახლეობას სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას გაუადვილებს საჭიროების შემთხვევაში.

ჯგუფის წევრებმა მეორე ინიციატივის ფარგლებში ხუთი სათიბი ცელი შეიძინეს. მათი გამოყენება შეამცირებს სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს.

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ლიდერი ქალები, აქტივისტები, თემის მცხოვრებლები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები