ჩატარდა არაერთი შეხვედრა თუ ტრენინგი გენდერული საბჭოს წევრებთან, გაიგზავნა სარეკომენდაციო წერილები.
2020 წლის 25 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სარეკომენდაციო წერილით მიმართა მერს - 2021 წლის ბიუჯეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და ძალადობის პრევენციის კუთხით აუცილებელი ღონისძიებების გათვალისწინების თაობაზე.
ეს დღევანდელობის მოთხოვნაა:
2017 წელს საქართველომ მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს (იგივე სტამბოლის) კონვენციის რატიფიცირება - მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში და, მათ შორის, თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც „მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, განახორციელოს ღონისძიებები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით“.
უკვე მივიღეთ თანამშრომლობის პირველი შედეგი:
პირველად მუნიციპალიტეტის ისტორიაში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა დახმარებისთვის. ამჟამად ხდება მისი საჭიროებების შეფასება.
ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, ბინის ქირით უზრუნველყოფას, რაც ბევრ მუნიციპალიტეტში კარგა ხანია, მოქმედებს, ჯერ პროგრამის სახე არ აქვს. მაგრამ ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭომ მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან მყარი წინადადება მიიღო, რომ მოხდება სარეზერვო ფონდის რესურსების შესაბამისი ფორმით გამოყენება.
იმედია, 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება პროგრამის დანერგვა, რაც მნიშვნელოვად გააუმჯობესებს მსხვერპლ ქალთა მდგომარეობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)