14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიმდინარეობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე. ასევე განიხილეს სოციალური პრობლემები და მათგან რამდენიმე შეარჩიეს ადვოკატირებისათვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ დაწყების, მიზნების და გათვალისწინებული აქტივობების შესახებ.
აღინიშნა მჭიდრო თანამშრომლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან, რეკომენდაციების შემუშავებაზე და მათ ადვოკატირებაზე.
ქალბატონები მზად არიან აქტიური თანამშრომლობისთვის და სჯერათ, რომ პროექტის მეშვეობით სასიკეთო ცვლილებებს მოახდენენ მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის ფარგლებში კლუბები იმუშავებს დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში. მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის კუთხით.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მოიწონეს ახალი პროექტი და აღნიშნეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. მათი აზრით, მუშაობა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია 8 მარტის აღნიშვნის და ქალთა სოლიდარობის ტრადიციის შესახებ. ლიდერმა ქალებმა გააკეთეს პრეზენტაციები. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.
პოლიტიკური პარტიების მუშაობის სპეციფიკა, რეკომენდაციების შემუშავება, ადვოკატირებისათვის განსაზღვრული საკითხების განხილვა და ლიტერატურული პერფორმანსი - პოეზიის 20 წუთი - ეს იყო სხდომის მთავარი საკითხები. ბოლოს დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. განსახილველი საკითხები იყო: ქალები პოლიტიკაში - 2016 წლის საპარლამენტო არჩევენების შემდეგ, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების გენდერულ ასპექტებზე, შეირჩა ადვოკატირების ჯგუფი და გამოიკვეთა პრობლემა ადვოკატირებისთვის.
ხონის საკრებულოში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეკრებილებმა ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვაზე, ადგილობრივი პრობლემების გამოვლენასა და ადვოკატირებაზე.
აღინიშნა, რომ 25 ნოემბერს ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობა აუცილებელია - მოხდება პრობლემის აქტუალობის გააზრება საზოგადოების ფართო სპექტრში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით



პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და მისი მოადგილე კობა კუბლაშვილი ესწრებოდნენ.
კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილეს, იმსჯელეს საკრებულოსთან გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. განიხილეს სხვა საკითხებიც - გარემოს დაბინძურების ფაქტები და პრევენციული ღონისძიებები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი აქტიურად ემზადება 16-დღიანი კამპანიისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბოლო შეხვედრაზე იმსჯელეს ამ პრობლემაზე, გაჟღერდა ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია, აღინიშნა ქალებისა და მამაკაცების ჯგუფებთან სპეციალური საუბრების გამართვის აუცილებლობა ძალადობასა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებზე - განსაკუთრებით სოფლებში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
სხდომას ესწრებოდა ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, რომლემაც მხარდაჭერა გამოხატა კლუბის წევრი ქალების ინიციატივების მიმართ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა გაიმართა გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციაში. კლუბის წევრებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ხობის საარჩევნო კომისიის მდივანმა მოიყვანა ამომრჩევლების რაოდენობრივი მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა აქტიურობა მეტი იყო - მონაწილეობდა 14 132 მამაკაცი და 11 980 ქალი. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ადგილობრივი ქალების გააქტიურება, მათი ინფორმირების გაზრდა, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საარჩევნო კომისიებში ქალები 70%-ს წარმოადგენდნენ.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ხობის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ პირველ მაისში მარინე ლაგვილავა. მან შეკრებილებს უამბო, როგორ მოვიდა პოლიტიკაში და როგორ შეიცვალა სოფლის ცხოვრება მისი აქტიური საქმიანობისა და ძალისხმევის შედეგად.
სხდომაზე გაიმართა იმ ადგილობრივი პრობლემების განხილვა, რომელთა ადვოკატირებაცაა საჭირო, დაისახა მათი მოგვარების გზები და ასევე - საკითხები მომავალი სხდომისთვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით