შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შესაბამისად, პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ პარტნიორთა (ფონდი „სოხუმი“, სპექტრი, მეწარმე ქალთა ფონდი) მორიგი შეხვედრა შედგა - ოღონდ ონლაინ რეჟიმში.
განხილულ იქნა შექმნილი ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორს-მაჟორულ ვითარებაში - როგორც პროექტის პარტნიორ, ასევე რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან. გაკეთდა მიმოხილვა ჩატარებულ საპროექტო მუშაობასა და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ისაუბრეს ასევე ნარატიულ და ფინანსურ ანგარიშებზე, სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო აქტივობები: საპროექტო მუნიციპალიტეტებში საჭიროებების შესწავლის, მათი სისტემატიზაციის და შედეგებზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავების კუთხით. დეტალურად იქნა განხილული გეგმების შესრულების მექანიზმები, არსებული რეალობიდან გამომდინარე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში პირველი ინტერნეტშეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელთან თამარ ონიანთან.
შეხვედრის დროს განიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის რეალიზაციისათვის საჭიროებების კვლევის მიზნით რაოდენობრივი გამოკითხვის ორგანიზების საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით გათვალისწინებულია არანაკლებ 150 რესპონდენტის გამოკითხვა. ქვეყანაში COVID-19 დაკავშირებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პარტნიორი ორგანიზაცია ოზურგეთში, ძირითადად, გამოიყენებს Google Drive შესაძლებლობებს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში იქნება სატელეფონო ზარებიც. საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის პარტნიორები რჩებიან სახლებში და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით აგრძელებენ საქმიანობას მიზნების მისაღწევად.
მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას. პროექტის გუნდი დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. შემუშავდა ადვოკატირების სტრატეგია, რომელშიც აღწერილია, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის და მუშაობის დეტალური გზები და მიდგომები, ასევე მოქალაქეების „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის“ შესახებ ინფორმირების, მათი საარჩევნო აქტიურობის გაზრდის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ადვოკატირების სტრატეგიაში გათვალისწინებულია პოლიტიკურ პარტიებთან და მოქალაქეებთან დისტანციური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები, გადაწყვეტილების მიმღებნი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაციის გზით, ფონდი „სოხუმი“ დასახული მიზნების მიღწევას შეეცდება და უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ჩართვას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმი“ აქტიურ ონლაინ მუშაობაზე გადავიდა. თანამშრომლებს მუდმივი კავშირი აქვთ ერთმანეთთან, შექმნილია საერთო ჩათები. უფრო ხშირად ტარდება საერთო თათბირიც. ინტერნეტპლატფორმაზე შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ, როგორ მუშაობენ ბენეფიციარებთან. საუბრობენ გეგმებზე, საპროექტო საქმიანობის გააქტიურებაზე.
ორგანიზაცია 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმზეა და საკმაოდ ეფექტიანად შეძლო გადართვა ახალ ონლაინ მეთოდებზე. ორგანიზაციის ყველა რგოლის აქტიური მუშაობა აისახება ფეისბუქ-გვერდზე და ვებგვერდზე.
ფონდი „სოხუმის“ ყველა ტიპის სერვისი დისტანციურად ხორციელდება. ასევე ტარდება ჩართვები ონლაინ ოჯახურ წყვილებთან. მონაწილები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ემოციური ფონი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოჯახური კონფლიქტების განვითარებისთვის.
- როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, როგორ ავიცილოთ თავიდან ოჯახური კონფლიქტები - კონსულტაციები, ძირითადად, ამ საკითხებს შეეხებოდა.
11 მარტს ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის შედეგები და გამოკვეთილი რეკომენდაციები.
დაიგეგმა ანკეტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის PAR რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ხონში ადგილობრივი საჭიროებების შეფასებაზე მუშაობას შეუდგნენ. სწორედ ამას მიეძღვნა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - ხონის ააიპ განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“ და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.
განხილული იყო რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების, კერძოდ ანკეტირების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. საქმე განაწილდა ორივე ორგანიზაციაზე: „ედელვაისსა“ და დევნილთა საინიციატივო ჯგუფზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით




პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
21 თებერვალი. ქუთაისი. სასტუმრო „ბაგრატი 1003“. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარტნიორები რეგიონებიდან (გურია, იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი) - 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (სსო) წარმომადგენელი.
შეკრებილები გაეცნენ მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტირებას გენდერული კომპონენტის გათვალისწინებით.
ფორუმზე მოსმენილ იქნა ინფორმაციები ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს იყო პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის“ სსო ფორუმის მორიგი შეხვედრა, რომელიც გაიმართა მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, აპარატის და მერიის თანამშრომლები. ეს იყო პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა ადგილობრივ ორგანიზაციებთან - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრთან“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ პარტნიორობით. შეხვედრაზე აღინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე საჯარო და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით.
პროექტს ახორციელებს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირის „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით