განსაკუთრებით სასარგებლო იყო მეორე დღეს მუშაობა მოწვეულ ტრენერებთან მაკა ფერაძესთან (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი) და გოგა ხატიაშვილთან (ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში). მონაწილეები გაეცნენ კონკრეტულ ინფორმაციებს: საქართველოს ვალდებულებები საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები, ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ა.შ.
მე-3 დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაცნობას დაეთმო. გოგი რევიამ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი) ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნასა და მუშაობის სტრატეგიაზე.
თეორიული და პრაქტიკული საკითხები, არაფორმალური ურთიერთობები, დასვენების საათები - ყოველივე ეს საუკეთესოდ შეერწყა ერთმანეთს და ბორჯომში გატარებული სამი დღე შთამბეჭდავად აქცია ყველა მონაწილისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)