ყველა პარტნიორი თავის ქვეყანაში იყო ან არის კონფლიქტის პირისპირ. მათ შეიმუშავეს ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევი სტრატეგიები და ინსტრუმენტები კონფლიქტების დროს და მის შემდგომ. ეს პროექტი მიზნად ისახავს ურთიერთსწავლების, ურთიერთობების დამყარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის სივრცის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქალთა სპეციფიკური მხარდაჭერის სერვისებს (WSSS), რათა განახორციელონ მსხვერპლთა ეფექტიანი მხარდაჭერა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, 2022 წელს შემუშავდება ინსტრუმენტთა ნაკრები, რომელიც შეაგროვებს მონაცემებს და შეიმუშავებს სახელმძღვანელო პრინციპებს, როგორც WSSS-ისთვის, ასევე ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლებისთვის. ინსტრუმენტთა ნაკრები მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს უკრაინაში გადარჩენილთა მხარდაჭერა მიმდინარე ომის ფონზე და ასევე მოიცავს პროექტის უკრაინელი პარტნიორების პერსპექტივებსა და საჭიროებებს.
ახალი პროექტი: ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში
კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობა მრავალ ფორმას იძენს, რისი მოწმენიც ვართ უკრაინაში. გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გამოიყენება როგორც საომარი იარაღი, ქალები და გოგონები დგანან ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობისა და ექსპლუატაციის რისკის წინაშე. ქალთა სპეციფიკური მხარდაჭერის სერვისები (WSSS) სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაში, როგორც კონფლიქტის დროს, ასევე საშუალო და გრძელვადიან პოსტკონფლიქტურ პერიოდში.
WAVE-მა, ეუთო-ს (OSCE) მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი ქალთა შესაძლებლობების განვითარებისა და წარმატებული პრაქტიკის გაცვლის მიზნით ქალთა სპეციფიკური მხარდაჭერის სერვისებს შორის, რათა უკეთ დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ ქალებს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში. პროექტში ჩართული WAVE-ის წევრები არიან: სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), ფონდი „ქალთა ერთობა“ (ბანია-ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა).