დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი) ორგანიზებულმა ქალთა ქსელებმა შეარჩიეს აქტუალური პრობლემები, რომელთა ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ დაიწყეს.
ამაზე თავად პროექტში ჩართული ქალები და შეხვედრაში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პრობლემების გადაჭრისათვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ვებგვერდი - sosfsokhumi.ge არის საქართველოში პირველი პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სამთავრობო, არასამთავრობო თუ მუნიციპალური მხარდაჭერისა და გაძლიერების როგორც სერვისებს, ასევე პროგრამებს, საკანონმდებლო აქტებს, სტატისტიკას, სასარგებლო პასუხებს, მსხვერპლთა წარმატებულ ისტორიებსა თუ გამოწვევების შესახებ ბლოგებს და სიახლებს.
გოგი რევიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო ათი წელია კი სოციალური დაცვის მიმართულებას ემსახურება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება გენდერულ თანასწორობასაც ექცევა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო პირველი, სადაც 2015 წელს ოფიციალურად გაჩნდა ძალადობის მსხვერპლთა დაფინანსების პროგრამა.
„ძალადობის მსხვერპლი ქალის მიერ, რომელიც საზოგადოებისგან შეშინებულია, თავისი პირველი ემოცია გადასცეს მამაკაცს, რომელსაც იცნობს ან საერთოდ არ იცნობს, უხერხული პრობლემაა [ზოგადად], მაგრამ ჩემი დამოკიდებულების გამო, რამდენიმე წუთში ეს ქალები ჩემთან გულღია ხდებიან. მათ იციან, რასაც მე მიყვებიან, ეს ჩვენ შორის რჩება. მე მათ ყოველთვის ვთავაზობდი შედეგიან გამოსავალს და რწმუნდებოდნენ. როცა ერთი, ორი, ათი და მრავალია ასეთი შემთხვევა, უკვე ეს ნდობა ნამდვილად მაქვს მათგან,“ - გვიყვება გოგი რევია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.
ზაზა გოჩელაშვილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკია ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ასევე ის მოხალისეობრივად აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო სექტორში. ახალგაზრდებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
„ძირითადად სოციალური მუშაკები არიან ქალები და მე, განსაკუთრებით თვითმმართველობების დონეზე, ერთ-ერთი გამონაკლისი ვარ, თუმცა მყავს კოლეგა მამაკაცებიც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში ორი სოციალური მუშაკი იყოს: ქალი და კაცი,“ - საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიყვება ის რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.
ნინო ჭანიშვილი დღეს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა. თუმცა აქამდე მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა გაიარა. ის ოზურგეთის ერთ პატარა რაიონში ცხოვრობს, სადაც გადაადგილების საშუალებად მამის „მარშრუტას“ იყენებდა და ამგვარად, ირგვლიმყოფების გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი იდეა გაუჩნდა, საკუთარი ავტოსკოლა დაეფუძნებინა და შეძლო კიდეც მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მრავალ გამოწვევას აწყდებოდა ამ სფეროში თავისი სქესის გამო. მან შეძლო და დაამსხვრია ყველა წინაღობა, სტერეოტიპი, რაც მიზნის მიღწევაში ეღობებოდა, გახდა ავტომანქანის მართვის წარმატებული პედაგოგი, არის აქტიური ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული პოლიტიკის გატარებას და ამასთან ერთად არის მცირეწლოვანი შვილის დედაც.
ბევრი საკითხი განიხილეს ტრენინგებზე. ზოგი რამ გაიხსენეს, ზოგიც ისწავლეს...
ამ პატარა ვიდეოჩანაწერში ქალები თვითონ საუბრობენ, რა მისცათ ტრენინგებმა, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებამ, ერთობლივმა მუშაობამ. ტრენინგების ციკლმა გააძლიერა მონაწილეები: ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
ახლა ხუთივე მუნიციპალიტეტში არიან კომპეტენტური აქტიური ლიდერი ქალები, რომელთაც დევნილთა თემში შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება, დევნილი გოგონების/ქალების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების შეცვლა უკეთესობისკენ.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
პატარა, თბილი სიუჟეტია - ქართულ სუფრაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთი განსაკუთრებული დღის ასახვაა. იმ დღის, როცა უკრაინელი ქალები და ბავშვები მივიღეთ ჩვენს ოფისში, ქართული სუფრა გავუშალეთ, ჩვენი ხელით მომზადებული კერძები და სითბო და სიყვარული ვაგრძნობინეთ... ქალებმა რომ დიდი მადლობა გვითხრეს, ცრემლნარევი და გულითადი...
ამ ქალებთან აქტიურად მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია, ეხმარება და ზრუნავს მათზე...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რატომ ჩავერთე პროექტში? რა გამოცდილების გაზიარება შემიძლია დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის? რას მივიღებ პროექტში მონაწილეობით?
ამ შეკითხვებზე იძლევიან პასუხს სიუჟეტის გმირი ქალები - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები. ისინი თავად სვამენ აქცენტებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართვა საპროექტო მუშაობაში. ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აქტივისტი ქალები დაინტერესებულნი არიან დევნილი გოგონების და ქალების პრობლემების მოგვარებით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით. ტრენინგები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ტარდება, ხელს შეუწყობს მათი ცოდნის და კომპეტენციის ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ჩვენი რუბრიკის „გენდერი და საზოგადოება“ სტუმარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი - მზია კიკალიშვილი.
„ქალებს ვურჩევ, იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები, სჯეროდეთ საკუთარი თავის და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს“.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გიგა ბიბიჩაძე ახალგაზრდა მკერავი კაცია. მას კერვის სურვილი გელათის სასულიერო აკადემიაში სწავლისას გაუჩნდა, როდესაც საღვთისმსახურო შესამოსელის შექმნის ისტორიას გაეცნო. მანაც სცადა საკუთარი შესაძლებლობები ჭრა-კერვის სფეროში.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში რუბრიკით „გენდერი და საზოგადოება“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)