შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. საანგარიშო პერიოდში ჯგუფმა ხუთი პრობლემის ადვოკატირება მოახერხა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიანი პრობლემების მოსაგვარებლად.
ჯგუფის წევრები სისტემატიურად ატარებენ შეხვედრებს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ადგილზე ხდება პრობლემის იდენტიფიცირება. ადვოკატირების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობით ხორციელდება.
საინიციატივო ჯგუფი ორიენტირებულია დამატებითი ფინანსების მოძიებისკენ. ახალი დონორების პოვნა, ახალ პროექტებზე მუშაობა ადვოკატირების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.



ახალი წლიდან მუშაობა განაახლა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც „ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებას ადევნებს თვალ-ყურს. ჯგუფმა შეისწავლა ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი. შეირჩა პრიორიტეტები, შესაბამისი უწყებები მონიტორინგის თემებისა და მიზნების მიხედვით. შემუშავდა მუშაობის კონცეფცია და 2018 წლის გეგმა.
კანონის მონიტორინგის ჯგუფი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუების და ანკეტირების მეშვეობით მოამზადებს რეკომენდაციათა პაკეტს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-10 სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ახალი სოციალური სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი სოციალური სერვისების პრაქტიკის დანერგვას. პროექტების სიცოცხლისუნარიანობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ხონის, ტყიბულის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.
5 სექტემბერს ხონის საკრებულოს დარბაზში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, ადგილობრივი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ; გაეცნენ სოციალური ბიუჯეტის გენდერული მარკერებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლითაც მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, გაგრძელდეს ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დახმარებით დანერგილი სერვისები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: თვითმმართველობის ახალი პარტნიორების/კონტაქტების და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, მიმდინარე სოციალური ჩართულობის პროექტები, ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული მონიტორიგის და დევნილთა რეფორმასთან დაკავშირებული ადვოკატირების კომპონენტის შედეგები, ადგილობრივი სოციალური კონტექსტის ანალიზი.
სხდომაზე განხილული იყო, ასევე, უახლოეს პერიოდში შესასრულებელი საქმიანობების ნუსხა, რომელიც სოციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად დგას დღის წესრიგში.
შეხვედრის შემდეგ PIN „სოციალური ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელებთან ერთად საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული სარემონტო სამუშაოები დევნილთა დასახლების საბავშვო ბაღში - შენობა მზადაა აღსაზრდელთა ნაკადის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ხონის გამგეობაში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭომ მოქმედი წევრები და საბჭოს დებულება დაამტკიცა. მის შემადგენლობაში კი თვითმმართველობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები შედიან. იმავე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „PIN - საქართველოსა“ და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. პრეზენტაციას ადგილობრივი საჯარო მოხელეების გარდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
მონაწილეების აზრით, ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.
22 თებერვალს საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ფასილიტაციით ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები იქნა განხილული, რომლებითაც მუნიციპალიტეტში გრძელდება ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინოვაციური სოციალური სერვისების დანერგვის ტენდენცია. განხილული 13 პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები, რომელთა გათვალისწინებით მოხდება სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.
შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული ასევე ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის მიმდინარე ეტაპის რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
ხონის მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე ანიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა და შეთანხმდნენ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით 16 დეკემბერს, ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები დაესწრებიან.
საბჭოს სხდომაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, ეთხოვოს ხონის საკრებულოს, სოციალური ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიღებული იქნას ცნობად.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით