ხონის გამგეობაში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭომ მოქმედი წევრები და საბჭოს დებულება დაამტკიცა. მის შემადგენლობაში კი თვითმმართველობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები შედიან. იმავე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „PIN - საქართველოსა“ და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. პრეზენტაციას ადგილობრივი საჯარო მოხელეების გარდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
მონაწილეების აზრით, ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.
22 თებერვალს საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ფასილიტაციით ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები იქნა განხილული, რომლებითაც მუნიციპალიტეტში გრძელდება ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინოვაციური სოციალური სერვისების დანერგვის ტენდენცია. განხილული 13 პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები, რომელთა გათვალისწინებით მოხდება სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.
შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული ასევე ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის მიმდინარე ეტაპის რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
ხონის მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე ანიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა და შეთანხმდნენ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით 16 დეკემბერს, ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები დაესწრებიან.
საბჭოს სხდომაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, ეთხოვოს ხონის საკრებულოს, სოციალური ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიღებული იქნას ცნობად.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ხონის საკრებულოში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი გაფართოებული სხდომა გაიმართა.
ხონის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა სოციალურ სფეროში მიმდინარე სიახლეების და ცვლილებების პრეზენტაცია გააკეთა. მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხონის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიშის შუალედური შედეგები გააცნო ფონდი „სოხუმის“ მხრიდან მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა ემა კამკიამ. ინფორმაცია ორგანიზაცია PIN-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ გააკეთეს პროექტების კოორდინატორებმა.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს სამი ახალი წევრი შეემატა, რომელთაც სხვა წევრებმა უპირობოდ გამოუცხადეს ნდობა და გამოთქვეს რწმენა, რომ მათი გამოცდილება დიდად წაადგება თავის საქმიანობაში მრჩეველთა საბჭოს.
ხონის საკრებულოში, მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე სოციალური ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი განიხილეს. საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ შეჩერდნენ მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, არსებულ გამოწვევებზე, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს მოქალაქეების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.
კიდევ ერთხელ გამოიკვეთა შშმ პირებისადმი სოციალური ზრუნვის პოლიტიკის აუცილებლობა, ხანდაზმულებისათვის პოზიტიური სოციალური გარემოს შექმნა, დევნილთა ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები (დასახლებაში ამბულატორიის გახსნა, საბავშვო ბაღებში ბაგის ასაკის ბავშვების ჯგუფის დაშვება და ა.შ.).
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში ფარგლებში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ხონის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. შეხვედრის თემა იყო სოციალური ჩართულობის სტრატეგიის ჩარჩოს განხილვა და დოკუმენტზე მუშაობისთვის საკითხების გადანაწილება, რომელშიც ფონდი „სოხუმი“ აქტიურად არის ჩართული.
საბჭომ კიდევ ერთხელ იმსჯელა სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. გამოიკვეთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების, მათი მოგვარებისათის საჭირო რესურსების საკითხი.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
ხონის გამგეობაში მრჩეველთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება მოხდა ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე. საბავშვო ბაღებში ახალი ჯგუფების დამატება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე სკოლამდელი დაწესებულებების ინვენტარიზაცია; ხანდაზმულთა სოციალური ინკლუზია - სამრეცხაო „სათნოების სახლის“ ბინადართათვის; შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენა - მონაწილეთა ფოკუსში, ძირითადად, ეს საკითხები მოხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა - საბჭოს წევრებმა, თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა - საფუძვლიანად განიხილეს პროგრამებისთვის საჭირო ხარჯი, ეფექტი და ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსი თანადაფინანსებისთვის.
როგორც აღინიშნა, ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს ასახავს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ტრენინგი პროექტების შემოტანის მსურველთთვის.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ხონის გამგეობის სააქტო დარბაზში სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.
მრჩეველთა საბჭოს წევრების გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თემის აქტიური ჯგუფები, სოციალური პროექტების ბენეფიციარები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობა, დანერგილი ინოვაციური სერვისები, რომლებიც, როგორც გამომსვლელთა შეფასებებში ჩანდა, დიდი მოწონებით სარგებლობს ხონში.
პროექტიხორციელდებაჩეხურიორგანიზაცია „ადამიანიგაჭირვებაში“ PINმხარდაჭერით


ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით 9 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის საკითხებში.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ხობის, ოზურგეთის, ბათუმის - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი ორგანიზაციები; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. გამომსვლელებმა ისაუბრეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე, სამართლებრივ ასპექტებზე. დისკუსისას გაჟღერდა რეკომენდაციები, რომ აუცილებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის, რათა მიღწეულ იქნას ეფექტური შედეგები ძალადობის პრევენციის პროცესში.
მრგვალი მაგიდა ფონდი „სოხუმის“ ფინალური ღონისძიება იყო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.