
ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ საინფორმაციო-სამობილიზაციო მუშაობას ბენეფიციარებთან.
ივლისის თვეში სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო - დამცავი და შემაკავებელი ორდერები, როგორც მსხვერპლის დაცვის მექანიზმი.
შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან. იყო დისკუსიებიც, შეკითხვებიც, რომლებზეც მობილიზატორებმა პასუხები გასცეს.










11 ივლისს გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 28-ე სხდომა, რომელიც მიეძღვნა მზადებას დასკვნითი კონფერენციისთვის. კონფერენციაზე გენდერული საბჭო გეგმავს, სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გაუზიაროს თავისი სამუშაო გამოცდილება, შედეგები და მიღწევები.
კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, გუბერნიის, ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.



ფონდ „სოხუმსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი განსაზღვრავს ჩარჩო-პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეები იხელმძღვანელებენ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისას, იგპ-თა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში, დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და თავიანთ პასუხისმგებლობებს.
მარტის თვეში ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა 5 ქალაქში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში.
შეხვედრების თემა იყო ქალთა სოლიდარობის კვირეული. შეხვედრების დროს დაფიქსირდა ქალთა პრობლემები, მათ შორის - ქალთა სიმცირე პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ფემიციდის გახშირებული შემთხვევების შესახებაც.
აღინიშნა, რომ ქალის მიმართ პატივისცემა მთელი წელი უნდა გამოიხატოს - მათი უფლებების პატივისცემით, პოლიტიკური გაძლიერებით და გააქტიურებით.

