ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ბათუმში

   

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა ადვოკატირება ჩატარდა და ახალ ბენეფიციართა საჭიროებები და მათი პრობლემების ადვოკატირების სტრატეგიაც განსაზღვრეს. სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შშმ პირთათვის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის საკითხის ადვოკატირება.

კლუბის სხდომაზე მოხდა ინფორმაციის გავრცელება თვითმმართველობის სოციალური პროგრამების შესახებ. კლუბის ადვოკატირების ჯგუფი ადგილზე ეწვევა თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს, რათა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე და იმ ჯგუფებს, რომლებიც მოიაზრებიან ბენეფიციარებად, დაეხმაროს  ამ პროგრამებით სარგებლობაში.

ითქვა, რომ ქალთა კლუბი და გენდერული საკონსულტაციო საბჭო სწორედ მოქალაქეების, პირველ რიგში, ქალთა ჯგუფების კომუნიკაციის ხელშეწყობას ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები