2 თებერვალს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ამ წლის პირველი ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს აქტიური წევრები: ინგა ქარდავა და ელისო ცაგურია.
კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამების შესახებ.
დისკუსიის დროს კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს მოახსენეს სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ: სოციალური სტატუსის აღდგენა, საბავშვო ბაღების მომარაგება ინვენტარით, გაზიფიცირება...
საკრებულოს დეპუტატებმა ყველა პრობლემა განიხილეს, ჩაინიშნეს და შეკრებილებს უახლოეს მომავალში შეპირდნენ მათ მოგვარებას.
ეს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია გენდერული საბჭოს ხელშეწყობით.